ირმა ნადირაშვილი გრიგოლ ვაშაძეს უპასუხისმგებლოს უწოდებს და აცხადებს, რომ „საერთო პოლიტიკური წარსულისკენ ხელის გაშვერა და ტალახის სროლა, არის უღირსი საქციელი“
30-07-2018, 19:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ირმა ნადირაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის უპასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ „საერთო პოლიტიკური წარსულისკენ ხელის გაშვერა და ტალახის სროლა, არის უღირსი საქციელი“.

 


„გრიგოლ ვაშაძემ დაარღვია ის შეთანხმება, რომელიც იყო ხელმოწერილი და ითვალისწინებდა თავდაუსხმელობას ოპოზიციურ პარტიებს შორის. შეთანხმება არ სჭირდება იმის ცოდნას, რომ საერთო პოლიტიკური წარსულისკენ ხელის გაშვერა და ტალახის სროლა, არის უღირსი საქციელი. სამწუხაროდ, გრიგოლ ვაშაძე აღმოჩნდა უპასუხისმგებლო ადამიანი. ის ვერ ხვდება, რომ ასეთი საქციელით „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. ოპოზიციის შიგნით დაძაბულობა, ურთიერთავდასხმები ეს არის „ქართული ოცნების“ თამაშში ჩართვა”, განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

 

პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კახეთში, ამომრჩეველთან შეხვედრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, დღევანდელი „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მწვავედ გააკრიტიკა და თქვა, რომ ამომრჩეველს არ დაავიწყდება ის „უბედურება, შეცდომები და დანაშაული“, რაც დავით ბაქრაძის თანაპარტიელებმა ჩაიდინეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი