პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კახეთში, ამომრჩეველთან შეხვედრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, დღევანდელი „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მწვავედ გააკრიტიკა და თქვა, რომ ამომრჩეველს არ დაავიწყდება ის „უბედურება, შეცდომები და დანაშაული“, რაც დავით ბაქრაძის თანაპარტიელებმა ჩაიდინეს.
„შარშან ადგილობრივ არჩევნებში მომიწია მონაწილეობის მიღება ქუთაისში. იმდენი ფული დახარჯეს, ისე გააყალბეს, მაგრამ ამ, არც ვიცი რა ვუთხრა, ახლა ძალიან „ევროპულ საქართველოს“ რომ ეძახიან თავის თავს ხომ, ყველაფერი უბედურება რომ მაგათი გაკეთებული არის და მერე ახლა გავიდნენ პარტიიდან და ჰგონიათ, რომ ხალხს დაავიწყდება ეს უბედურება ვისი გაკეთებული იყო, ეს შეცდომები და დანაშაული. ეგენი და „ქართული ოცნება“ - მაგათმა ფული დახარჯეს?, მაინც ვერ აიცილეს თავიდან მეორე ტური. უბრალოდ ისე გააყალბეს, რომ ამ კლოუნადაში, მეორე ტურში მონაწილეობა იყო შეუძლებელი“, უთხრა ვაშაძემ ამომრჩევლებს.
მანვე მოუწოდა მოსახლეობას, რომ ყველანი მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და თავისუფლად გამოხატონ თავიანთი პოზიცია.
„ხელი ჩაავლეთ სხვებსაც რაა, კაცებს, ქალებს... აი, ყველა თუ მოვა საარჩევნო უბანზე, ამათი დამარცხება არის აბსოლუტურად... ყველას უთხარით, ნუ ეშინიათ, არც კამერები დგას იმ უბნებზე, ტყუილად აშინებენ ხალხს. არც კამერები დგას, ვინც გინდათ, ის შემოხაზეთ“, უთხრა ვაშაძემ ხოდაშენის მცხოვრებლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
გერმანიის მმართველი კოალიცია კრიზისშია მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა საკვანძო მინისტრი გადააყენა და განაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისში მისი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად კენჭისყრა გაიმართება.