დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობის საკვირაო ქადაგებას ეხმაურება. უფლებადამცველის თქმით, მეუფე იაკობი თუ ფლობდა ამ ინფორმაციას მას შეეძლო მისულიყო სუს-ში და ეთქვა ეს ინფორმაცია, რაც გამოძიებას სხვანაირი კურსით წარმართავდა.
„წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო და შეუძლია იაკობმა მეუფეებიც ნახოს, მეუფეებსაც დაელაპარაკოს, ერთ-ერთი არის მეუფე ანდრიას, რომელთანაც მქონდა კონტაქტი, დიახ, მქონდა მამა კახაბერთან მე ურთიერთობა, დიახ, მე მამა კახაბერს ვესაუბრებოდი. ეყოს ვაჟკაცობა ახლა მამა კახაბერს, გამობრძანდეს და თქვას, რა საკითხებზე ველაპარაკებოდი, რა შანტაჟზე იყო, თუ იყო, საერთოდ საუბარი.
არანაირი ბიზნესი საქმეში არ არსებობს და თუ გავითვალისწინებთ, რომ მეუფე იაკობს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს სუს-ის მაღალჩინოსნებთან, ის თავისუფლად შეძლებდა, ეს ინფორმაცია მიეტანა სუს-ში მაღალჩინოსნებთან და აბსოლუტურად სხვანაირი რაკურსით წასულიყო გამოძიება“, განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.