ვიდეო: მეუფე იაკობმა ქადაგებისას დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ავაზაკი“ უწოდა
12-08-2018, 17:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეუფე იაკობმა ქადაგებისას დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ავაზაკი“ და „დაჯგუფების“ წევრი უწოდა. მეუფე იაკობმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს შეიწყალებს თუ არა გიორგი მამალაძეს თუმცა მეუფე ამბობს, რომ ბერობა და ეპისკოპოსობა ლაჩრობას  არ ნიშნავს და პატრიარქს ყოველთვის დაიცავს. მეუფე იაკობმა ასევე აღნიშნა, რომ ეკლესიის შიდა საქმეები ჟურნალისტების გადასაწყვეტი არ არის და ვინც მას მშიშარას უწოდებს თვითონ გრიგოლიას კალთას ეფარება.  

 

 

 

 

„მამა თეიმურაზმა მოგილოცათ ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის, ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღე. შევხედოთ, რამდენი წელი გავიდა მის მერე და მისი მაგალითი ყოველთვის ჩვენს გულებშია და როდესაც საქმე-საქმეზე მიდგება ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს ხოლმე. გადავხედოთ დღევანდელ საზოგადოებას თუ როგორ შეიძლება საზოგადოების ნაწილი ისე დაეცეს, რომ ცოტნე აღმსარებლის ქვეყანაში ავაზაკს, პატრიარქის მოცილება ვისაც უნდოდა, იმ დაჯგუფების ერთ-ერთ წევრს, აცხადებენ ლამის გმირად. ეს არის დიდი სირცხვილი. გასაგებია, რომ ეკლესიას ებრძვიან და უნდათ, რომ თითოეულ ჩვენგანზე საზოგადოებაში შემოიტანონ ის აზრი, რომ არც ეპისკოპოსებზე, არც ბერ-მონაზვნებზე, არც მორწმუნეებზე, არც სამღვდელოებაზე კარგი წარმოდგენა არავის ჰქონდეს. შეხედეთ, რამდენი ხანია, თითქმის 2 წელია მაგათ ავაზაკობას ვითმენ, ვუსმენ. არ გეგონოთ, რომ შეწყალების მოწინააღმდეგე ვარ, პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, შეიწყალებს თუ არა და ეს მისი საქმეა, რაშიც ვერ ჩავერევი. ვისაც პატრიარქის მოცილება უნდა და იმას კაცად აცხადებენ, თავიდანვე რომ კაცი არ არის, როგორ უნდა იყოს ის მღვდელი ან ვინმე. დაგვაცადონ, ჩავატარებთ სინოდს და ყველა ვნახავთ ვინ არის მტერი ეკლესიის, სამშობლოს მტერი და ვინ არის მოყვარე. ასე არ შეიძლება - არც გვარამიას, არც გაბუნიას, არც ნოდარ მელაძის და არც ინგა გრიგოლიას გადასაწყვეტი არ არის ეკლესიის შიდა საქმეები.

 

 

გამოუშვან, არ მაქვს პრობლემა, თუმცა რასაც ვითმენდით სანამ ციხეში იყო და როგორც მლანძაღვდნენ, თითქოს მე დავაჭერინე, მე შევუკვეთე ციანიდი? მაგათ რა ჰგონიათ, არ ვიტყვი რას აპირებდნენ და როგორ აპირებდნენ?! სხვებზეც არ ვიტყვი, უნდოდათ თუ არა პატრიარქის მოცილება?! იმიტომ, მებრძვიან, რომ არ დავანებე მაგათ. მშიშარას მიწოდებენ და შიშით ისე მელაპარაკებიან, რომ ზოგი ინგა გრიგოლიას კალთას ეფარება, ზოგი მელაძის. ბერობა და ეპისკოპოსობა ლაჩრობას არ ნიშნავს, ჩემს პატრიარქს ბოლომდე დავიცავ. საკმაოდ დიდი ძალაა, რომელიც პატრიარქს დაიცავს. სახელმწიფოს თუ არ შეუძლია სამართლიანობის აღდგენა, მე დავიწყებ ჩვენთანაც და ბევრგანაც“, განაცხადა მეუფე იაკობმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი