გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მძღოლს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევაში, რამაც ოთხი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ბ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილებით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 11:20 საათზე ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ბ.კ.-მ, რომელიც „დოჯი სპრინტერის“ მარკის ავტომობილს მართავდა და ექსკურსიაზე მიმავალი სკოლის მოსწავლეები და მათი ახლობლები გადაჰყავდა, სოფელ თეთრწყლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის დროს დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მესამე პუნქტის და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, მოსახვევში გადაჭარბებული სიჩქარის გამო შესვლისას ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, რის შედეგადაც ავტომანქანა გადავიდა გზიდან, შეეჯახა გზის დამცავ ჯებირს და ჯერ მცირე ზომის კლდეზე, შემდეგ კი საავტომობილო გზაზე გადავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ოთხი მგზავრი, ხოლო თერთმეტმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.
სამართალდამცველებმა ბ.კ. 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ ავტომობილს მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, მძიმე დაზიანება და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბ.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
9 ივნისს, მიკროავტობუსი, რომელსაც თბილისიდან კახეთში ბავშვები ექსკურსიაზე გადაჰყავდა, გომბორის უღელტეხილზე ხევში გადავარდა, რის შედეგადაც დაიღუპა 4 ადამიანი - 3 ქალი და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი - დაზიანებები აქვს მიღებული 16-მდე ადამიანს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.