ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა გომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად
09-06-2018, 12:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიკროავტობუსი, რომელსაც თბილისიდან კახეთში ბავშვები ექსკურსიაზე გადაჰყავდა, გომბორის უღელტეხილზე ხევში გადავარდა, რის შედეგადაც დაიღუპა 4 ადამიანი - 3 ქალი და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი - დაზიანებები აქვს მიღებული 16-მდე ადამიანს.

 

 

GUARDIAN.GE-იმ გაარკვია, მიკროავტობუსში თბილისის, მუხიანში მდებარე 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ.

 

 

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ს ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მიკროავტობუსი სწრაფად გადაადგილდებოდა, მოსახვევში მანევრირება ვერ შეძლო და ხევში გადავარდა. 

 

 

ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები, ასევე საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

 

 

 

 

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი