ვიდეო: „ივანიშვილს და მის ბანდას გარდაუვლად ელოდება სპეციალური საფინანსო ტრიბუნალის შექმნა“ - ნათელაშვილის თქმით, საბანკო ოლიგარქიამ თურქული კრიზისი ჩვენი ჯიბეებიდან 111 მილიონი ლარის ამოსაღებად გამოიყენა
14-08-2018, 16:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ლარის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქული ლირის კრიზისი ჩვენს ეროვნულ ვალუტასთან არანაირ კავშირშია და ეს მიზეზი „მმართველმა საბანკო ოლიგარქიამ მილიონების ამოსაღებად გამოიყენა“, რის გამოც, ნათელაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ბანკების მფლობელები, ივანიშვილთან ერთად, აუცილებლად დაჯდებიან საბრალდებო სკამზე. მანვე დაამატა, რომ ამგვარი სავალუტო სპეკულაციებით, ბოლო 6 თვის მანძილზე, „სტატისტიკურად, 111 მილიონი ლარის მოგება ნახეს“, ხოლო „6 წლის განმავლობაში 3.5 მილიარდ ლარზე მეტია ჩვენგან წაგლეჯილი“, რის გამოც, „სპეციალური საფინანსო ტრიბუნალის შექმნა გარდაუვლად ელოდება ივანიშვილსა და მის ბანდას“.


ნათელაშვილის თქმით, „ნორმალური ხელისუფლების“ პირობებში ეროვნული ვალუტა ერთ-ერთი პერსპექტიული ფულადი ერთეული იქნებოდა რეგიონში, საქართველოში მდებარე უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო გზების წყალობით, რომელთა გარეშეც „ვერც ლირა, ვერც ევრო, ვერც დოლარი და ვერც მანათი ვერ გაჭაჭანდება და განვითარდება“. მისი თქმით, „ერთადერთი გზა არის ივანიშვილისა და მისი გუნდის მხილება და ზარალის ანაზღაურება“.

 

 



„მმართველმა საბანკო ოლიგარქიამ მილიონების ამოსაღებად ამჯერად გამოიყენა თურქული კრიზისი და გაუშვა ლარი დევალვაციაზე, რაც წარმოადგენს კრიმინალს, ბოროტმოქმედებას და რის გამოც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ბანკების მფლობელები, ივანიშვილთან ერთად, აუცილებლად დაჯდებიან საბრალდებო სკამზე. ამგვარი სავალუტო სპეკულაციებით ჩვენი ჯიბიდან ამოიღეს 111 მილიონი ლარი. „ქართული ოცნების“ მმართველობის 6 წლის განმავლობაში 3.5 მილიარდ ლარზე მეტია ჩვენგან წაგლეჯილი. ეს არის უდიდესი საერთაშორისო საფინანსო დანაშაული და სპეციალური საფინანსო ტრიბუნალის შექმნა გარდაუვლად ელოდება ივანიშვილსა და მის ბანდას. ლარის გაუფასურება თურქული ლირის პრობლემებთან არანაირ კავშირშია. ჩვენ რომ ვიყოთ დიდი სამრეწველო პოტენციალის ქვეყანა და გვქონდეს ბაზარი თურქეთთან, როგორც სივრცე, და იქ გაგვქონდეს საქონელი, კიდევ შეიძლებოდა რაღაცის ახსნა და განმარტება რომ ლარზე იმოქმედა. აზერბაიჯანულ მანათს არაფერი მოსვლია. აზერბაიჯანელები და თურქები ეთნიკურად, ეკონომიკურად და ცივილიზაციურადაც ტყუპი ძმები არიან. რაღა ჩვენს ლარს დაეტაკა თურქული ლირის პრობლემები?! ეს პრობლემები, ვფიქრობ, დროებითია, რადგან ამერიკა და ანკარა გამონახავენ საერთო შეხების წერტილებს, რადგან ორივე ნატო-ს წევრია. ცხადზე ცხადია, რომ ხელისუფლებამ „ქართუ ბანკი“, რომელიც არის ლიდერი ამ საბანკო იმპერიისა, ელოდება მიზეზებს, რომ ეს ყაჩაღობა რაიმეთი ახსნას. ჯერ დოლარს დააბრალეს, მერე ევროს აბრალებდნენ, მერე რუბლზე გადავიდნენ, ნუ იაპონურ იენამდე ჯერჯერობით არ მისულან, მარა თუ დასცალდათ იქაც მივლენ, აუცილებლად. იმედია, არ დასცალდებათ. შესაბამისად, ქვეყანა, რომლის სავალუტო რესურსი აწყობილია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების სესხებზე და რომელსაც ყველა პუნქტი გაწერილი აქვს, ქვეყანა, რომელიც არ არის დამოკიდებული ეკონომიკის ზრდის ტემპებზე, პროდუქციის გამოშვებაზე, იმპორტზე და გადაქცეულია თურქული და უცხოური საქონლის გასაღების ბაზრად, ვერ იქნება დამოკიდებული უცხოურ წამყვან ვალუტებზე. ჩვენ, ფაქტობრივად, ჯერ გვაქვს საექსპერიმენტო ეკონომიკა, სამწუხაროდ, ოლიგარქიის კარნახით და ოლიგარქია, ნაცვლად იმისა, რომ მრეწველობას ავითარებდეს, სამუშაო ადგილებს ქმნიდეს, ტექნოლოგიები შემოქონდეს და ამ გზით ავითარებდეს საბიუჯეტო, ეკონომიკურ მაკრო და მიკრო პარამეტრებს, კრიმინალურად პარაზიტობს ეროვნულ ვალუტას, რომელიც, ნორმალური ხელისუფლების ხელში, რეგიონში ერთ-ერთი პერსპექტიული ფულადი ერთეულია. ეს იმიტომ, რომ საქართველო უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო გზებზეა და ამ გზების გარეშე ვერც ლირა, ვერც ევრო, ვერც დოლარი და ვერც მანათი ვერ გაჭაჭანდება და განვითარდება. უდიდესი პოტენციის ქვეყანა ვართ, უდიდესი ეკონომიკის პერსპექტივით. ივანიშვილების, მამაცაშვილების, ქუმსიშვილების, პაპაშვილების, ჩხარტიშვილებისა და ხაზარაძეების გარეშე, რომელთა წამალი მხოლოდ გამომძიებელი, პროკურორი, საბრალდებო დასკვნა და იზოლატორია, ეს მიღწევადია. ამის მერე დამთავრდება და დაისვენებს ქვეყანა... ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის რამდენიმე თვეში მოვიცილოთ ბანკირთა რეჟიმი ივანიშვილის თამადობით და უკან მოვატანინოთ რაც წაიღეს. ეს სტატისტიკურად ჩანს. უკანასკნელი ექვსი თვის მონაცემებით 111 მილიონი ლარის მოგება ნახეს, მათ შორის, უპირველესად „ქართუ ბანკმა“. ეს უკან უნდა გადმოირიცხოს ბიუჯეტში და დაურიგდეს ხალხს კონპენსაციად - პენსიაზე დანამატით, სოციალურ დახმარებაზე დანამატით, მრავალშვილიანობაზე დანამატითა და ხელფასზე დანამატით. ერთადერთი გზა მათი მხილება და ზარალის ანაზღაურებაა“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები: 91
#91   Amber
      
References:


Best bank transfer pokies australia mobile casino bank transfer australia
30 ოქტომბერი 2026 23:15
#90   Collin
      
References:


Wire transfer casino processing time http://daojianchina.com
30 ოქტომბერი 2026 10:21
#89   Melody
      
References:


Bpay pokies withdrawal https://dok.kompot.si/VZbM0T1tTxOMBqbNHlflDg
30 ოქტომბერი 2026 05:41
#88   Charmain
      
References:


Osko pokies easy withdrawal pbase.com
28 ოქტომბერი 2026 11:06
#87   Joel
      
References:


MiFinity vs Neosurf casino real
money pokies MiFinity Australia
27 ოქტომბერი 2026 15:55
#86   Kristen
      
References:


How to withdraw casino winnings with MiFinity MiFinity casino license Australia
27 ოქტომბერი 2026 08:11
#85   Wesley
      
References:


BPay casino Australia https://www.rcmx.net/
27 ოქტომბერი 2026 07:46
#84   Vivien
      
References:


Bank transfer casino processing time australia mobile wire transfer casino australia
23 ოქტომბერი 2026 22:30
#83   Dee
      
References:


Australian casinos accepting wire transfers cq.x7cq.vip
23 ოქტომბერი 2026 05:03
#82   Jess
      
References:


Legit MiFinity casinos Australia md.interhacker.space
22 ოქტომბერი 2026 08:06
#81   Noemi
      
References:


MiFinity casino fair play Australia http://forum.djwx.com
22 ოქტომბერი 2026 05:05
#80   Blondell
      
References:


Bpay deposit pokies australia fund casino
account with BPay
21 ოქტომბერი 2026 13:27
#79   Lila
      
References:


Safe bpay pokies pad.froscon.org
21 ოქტომბერი 2026 10:36
#78   Dan
      
References:


Licensed BPay casino Australia pokies sites accepting bpay
18 ოქტომბერი 2026 18:56
#77   Ellis
      
References:


BPay pokies minimum deposit https://write.frame.gargantext.org/hd6W4cPmTQ2CYwKXvfQzNw
18 ოქტომბერი 2026 13:35
#76   Julian
      
References:


Fast withdrawal pokies australia payid new payid pokies
australia
18 ოქტომბერი 2026 10:34
#75   Rosalinda
      
References:


Instant withdrawal casino paysafecard canada https://dachangningtongchengwang.qsygps.com/home.php?mod=space&uid=171411
17 ოქტომბერი 2026 06:44
#74   Jessika
      
References:


Top rated paysafecard casino canada paysafecard casino quebec
17 ოქტომბერი 2026 06:23
#73   Lachlan
      
References:


Apple pay accepted casinos uk http://dle1.31-6kc3bfr2e.рф/user/juneghana9/
16 ოქტომბერი 2026 00:51
#72   Phil
      
References:


5 pound deposit casino paypal alfa-power.de
15 ოქტომბერი 2026 22:28
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი