შამბა არის ყველზე პრორუსი პოლიტიკოსი აფხაზეთში და შეიძლება ეს განცხადება სწორედ რუსული თამაშის ნაწილი იყოს - პაატა ზაქარეიშვილი სერგეი შამბას ინტერვიუს ეხმაურება
16-08-2018, 13:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას ინტერვიუს გამოეხმაურა. ზაქარეიშვილი თქმით, შამბა არის ყველზე პრორუსი პოლიტიკოსი აფხაზეთში და შეიძლება ეს განცხადება სწორედ რუსული თამაშის ნაწილი იყოს.

 

 

„აქ სამი მომენტია - შეიძლება რაღაც პროცესები მიდის ფარული და ღმერთმა ქნას, ყველაზე უფრო მისაღები ჩემთვის ეს ვარიანტია და საჭირო იყო ამ პროცესების გაჟღერება; მეორე ვარიანტია, რომ მართლაც აფხაზები მიხვდნენ, რომ არ შეიძლება ჩამოკიდებული იყვნენ მხოლოდ რუსეთზე და საჭიროა ქართველებთან კონტაქტის დამყარება; მესამე ვარიანტია, რაღაც რუსული თამაშის ნაწილი არ იყოს, რადგან მოგეხსენებათ ყველაზე პრორუსი პოლიტიკოსი აფხაზეთში არის შამბა. აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა შანსი გაუშვეს ხელიდან, როცა ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ მინისტრი. მაშინ ჰქონდათ მცდელობები, რომ ბიძინა ივანიშვილი რადგან იყო გავლენიანი და ავტორიტეტული ფიგურა საქართველოში, როგორც პოლიტიკური ფიგურა მათ შეეძლოთ თამამი გადაწყვეტილებები მიეღოთ“, განაცხადა  პაატა ზაქარეიშვილმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი