სერგეი შამბას განცხადებით, რუსეთის შუამავლობით აფხაზეთსა და საქართველოს შორის კონფედერაციული შეთანხმება - „ერთობლივი სახელმწიფოს“ მოდელი განიხილებოდა, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა
16-08-2018, 10:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“ ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.

 


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მან ასევე თქვა, რომ პრიმაკოვის შუამავლობით განხილული იქნა ვარიანტი, რომელსაც „ერთობლივი სახელმწიფო“ ეწოდებოდა, „თუმცა, ყველა ჩამოთვლილ შეთავაზებაზე საქართველო უარს ამბობდა“.

 


„საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ერთობლივ მომავალზე, რადგან მეზობელი ქვეყნები ვართ და ბედმა ერთმანეთის გვერდით არსებობა გვარგუნა. მეზობელ ქვეყნებს შორის ვგულისხმობ არამხოლოდ საქართველოს. ევროპულ სახელმწიფოებს შორისაც ყოფილა კონფლიქტები. ისინი ერთმანეთს ეომებოდნენ. მაგრამ ყოველთვის დგება ურთიერთობის დარეგულირების დრო. ვფიქრობ, ახლა საქართველოსთან სწორედ ასეთი დიალოგის დაწყება შეიძლება“, – განაცხადა სერგეი შამბამ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუს დროს.

 


ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერო-ს ჩარევის დროს მხარეებს შორის მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობდა. თუმცა, 2008 წელს, მისიის შეწყვეტის შემდეგ მთელი პროცესი შეჩერდა. ახლა საქართველოსთან კონტაქტის ერთადერთი საშუალება, მისივე თქმით, ჟენევის შეხვედრებია, რომლებიც პერიოდულად იმართება.

 


„მივიჩნევ, რომ მოლაპარაკების ამ გზის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. დიდი იმედი მაქვს, ჩვენს მომავალზე რაღაც დიალოგი დაიწყება“, – აღნიშნა შამბამ ინტერვიუს დროს.

 


რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში სერგეი შამბამ 1992-1993 წლებში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და საქართველოსთან მოლაპარაკებები გაიხსენა, რომელიც, მისი თქმით, საბოლოო ჯამში კონსენსუსის გარეშე დასრულდა. აფხაზმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ტრაგედიის დროს საქართველოსთან მოლაპარაკების იმედი ჰქონდათ.

 


„იმედი გვქონდა, რომ ურთიერთობის რაღაც ფორმატზე მაინც შევთანხმდებოდით. თანახმა ვიყავით ფედერაციულ ურთიერთობაზე. შემდეგ საუბარი იყო კონფედერაციულ შეთანხმებაზე. პრიმაკოვის შუამავლობით განვიხილეთ ვარიანტი, რომელსაც „ერთობლივი სახელმწიფო“ ეწოდებოდა. თუმცა, ყველა ჩამოთვლილ შეთავაზებაზე საქართველო უარს ამბობდა. ძალიან ხშირად ახლოს ვიყავით კონსენსუსთან. თუმცა, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ქართულმა მხარემ ყველა პროექტზე უარი თქვა“, – განაცხადა „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუს დროს სერგეი შამბამ, როგორც ამას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.

 

კომენტარები: 1
#1   Vepkho
      
ქართველები არასდროს არ მტრობდნენ აფხაზებს ამას უკვე ბატონი შამბაც ამტკიცებს, იმიტომ რომ რუსული პროპაგანდისტული ტელე არხები ვერ ფარავენ ინტერნეტ სივრცეს, სიმართლეს იქ ჩარჩენილი მოსახლეობა იგებს.
ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩვენს მიწა წყალზე !
ჩვენ არავუს არ ვერჩით!

მე პირადად არასოდეს არ დაუჭერ მხარს აფხაზეთის ცალკე რესპუბლიკად აღიარებას!
16 აგვისტო 2018 17:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.

ყველაზე კითხვადი
  1. კონგრესმენი ჯო უილსონი: სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას ანიჭებს „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას
  2. ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრები საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ
  3. ბიძინა ივანიშვილი: ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, გილოცავთ და არ გაგიმტყუნებთ, აუცილებლად მოგემსახურებიან
  4. ირაკლი კობახიძე: მმართველმა გუნდმა 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას
  5. 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 768 816 ამომრჩეველი, რაც 50.6%-ს შეადგენს
  6. გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
  7. 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 58.94 პროცენტს შეადგენს
  8. სალომე ზურაბიშვილი: ევროპული საქართველო 52%-ით იმარჯვებს
  9. ცესკო: 69 პროცენტის დათვლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52,94 პროცენტით ლიდერობს
  10. ვიქტორ ორბანი: ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი