„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ და პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ტაქსებზე რეგულაციების დაწესების გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება 100 000-ობით ტაქსისტსა და მათი ოჯახების წევრებს მშიერს ტოვებს.
ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ „ეს ყველაფერი არის იმ თბილისელების ბრალი, ვინც გავარდა და ხბოს აღტკინებით მხარი დაუჭირა ამ დანაშაულებრივ ჯგუფსა და შემადგენლობას, მათ შორის, იმ ტაქსისტების ბრალი, რომლებიც საარჩევნო პერიოდში, უშიშროების დავალებით, ჩვენზე ათასნაირ ბინძურ ჭორებს ავრცელებდნენ“.
„ლეიბორისტების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ტაქსისტებს მიმართა: „მეგობრებო, ნუ იქნებით კურდღლები, თქვენი ინტერესების დასაცავად თქვენ უნდა იბრძოლოთ სიგნალებით, მანქანებით, პროტესტებით ქუჩების გადაკეტვებით! ჯერ თქვენ უნდა გაანძრიოთ ხელი და არა, რომელიმე, პარტიამ, ლიდერმა ან პრეზიდენტობის კანდიდატმა. როდესაც ასე შეშინებულები ხართ, ბუჩქებში შემძვრალი და აქაც ვერ მოდიხართ, რომ ბრიფინგზე დაგვიდგეთ გვერდზე, თქვენ არაფერი გეშველებათ, აღმაშენებელიც რომ გაცოცხლდეს და ერეკლე მეფეც რომ საიქიოდან დაბრუნდეს!“
„ხელისუფლება 100 000-ობით ტაქსისტსა და მათი ოჯახის წევრებს ტოვებს მშიერს. კალაძე-ივანიშვილის დაჯგუფებამ გადაწყვიტა, სრული მონოპოლია აიღოს მგზავრთა გადაზიდვაზე, მათ შორის, ამ სფეროში და შეუდგა რეგულაციებს, რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს მსხვილი კომპანიების შექმნას და ამ ადამიანების ქუჩაში დატოვებას, რომლებმაც თვითდასაქმებით მოიპოვეს სარჩო. ჩვენ ვასაჩივრებთ საკრებულოს ამ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას სასამართლოში და ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ეს ხალხი ქუჩაში არ დარჩეს, ან გახდეს იძულებული, დატოვოს ეს ქვეყანა, როგორც სხვებმა. გადაწყვეტილებას ხელს აწერს, არც მეტი და არც ნაკლები, საკრებულოს თავმჯდომარე, ცნობილი ყაჩაღ ტყემალაძის შვილი, უმცროსი ტყემალაძე. „დედა ნახე, მამა, ნახე, შვილი ისე გამონახე“ - ზუსტად ახდა. ეს ყველაფერი არის იმ თბილისელების ბრალი, ვინც გავარდა და ხბოს აღტკინებით მხარი დაუჭირა ამ დანაშაულებრივ ჯგუფსა და შემადგენლობას, მათ შორის, იმ ტაქსისტების ბრალი, რომლებიც საარჩევნო პერიოდში, უშიშროების დავალებით, ჩვენზე ათასნაირ ბინძურ ჭორებს ავრცელებდნენ. მივმართავ ტაქსისტებს - მეგობრებო, ნუ იქნებით კურდღლები, თქვენი ინტერესების დასაცავად თქვენ უნდა იბრძოლოთ სიგნალებით, მანქანებით, პროტესტებით, ქუჩების გადაკეტვებით! ჯერ თქვენ უნდა გაანძრიოთ ხელი და არა, რომელიმე პარტიამ, ლიდერმა ან პრეზიდენტობის კანდიდატმა. როდესაც ასე შეშინებულები ხართ, ბუჩქებში შემძვრალი და აქაც ვერ მოდიხართ, რომ ბრიფინგზე დაგვიდგეთ გვერდზე, თქვენ არაფერი გეშველებათ, აღმაშენებელიც რომ გაცოცხლდეს და ერეკლე მეფეც რომ საიქიოდან დაბრუნდეს!
„მოგეხსენებათ, ეს სფერო ისეთი მოვლენაა, რომელიც ამ გაჭირვებულმა ხალხმა თვითონ შექმნა და მოაწესრიგა, ანუ ეს ტაქსების დარგი სახალხო ბიზნესია. ტაქსისტებს შორის ჩვენი ინტელიგენციის წევრები არიან: ხელოვანები, პროფესორები, მასწავლებლები, ლექტორები, ინჟინრები, ენერგეტიკოსები, ადამიანები, ვინც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ თავის გადასარჩენად ტაქსისტობა მოუწევდათ. ეს ჩვენი მწარე რეალობაა. ეს ნაბიჯი იმ მიმართულებითაა გადადგმული, რომ აღნიშნული ადამიანები წავიდნენ ამ სფეროდან და მოვიდნენ, ვიმეორებ, კალაძე-ივანიშვილის მსხვილი კომპანიები, რომლებიც მოითხოვენ ტაქსებში ისეთი პირობების შექმნას, რასაც ეს ხალხი, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მივა ისევ იქ, სადაც მიდიოდა ჩვენი ცხოვრების სხვა დარგები, რომლებიც ასე მონოპოლიურად ჩაიგდეს ხელში და არავინ გაახარეს, ვინ მათთვის უცხო, არათანაპარტიელი, არა ოჯახის წევრი, ან არა მონა იყო. ეს შეტევაა დაწყებული და, ვიმეორებ, ასეთი შეშინებული ტაქსისტები, რომელი პარტიაც არ უნდა დაუდგეს გვერდით, ამ ბრძოლას აუცილებლად წააგებენ.
„გუშინ ისკო დასენის ყაჩაღურ კაზინოსთან გვქონდა აქცია და დავინახე, როგორ ელოდებოდნენ ტაქსისტები კლიენტს და როდესაც ხელის ჩამოსართმევად წავედი, ნახევარი ტაქსისტები კურდღლებივით გაიქცნენ. აბა რა გამოვა ამათგან?! დარწმუნებული ვარ, ყველა ასეთი არ არის, გული ერჩით, მამულიშვილობა აქვთ, ბრძოლის უნარი გააჩნიათ დ არ ეშინიათ. რისი გვეშინია, ხალხო?! ერთხელ ყველა დავიხოცებით და ასეთ სამარცხვინო სიცოცხლეს სიკვდილი არ სჯობს?! ეს დადგენილება გასაჩივრდება სასამართლოში. ადამიანების განსაცდელში მიტოვება თანამდებობის ბოროტად გამოყენებით დასჯადია და სხვა არგუმენტებიც, ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავია. ეს გადაწყევტილება მიღებულია კახი კალაძის, კარლო კალაძის, ბიძინა ივანიშვილის, უტების, ბერების, მამაცაშვილების და მათი შთამომავლობის ბედნიერებისა და კარგად ცხოვრებისთვის. ჩვენ თუ არ ვისწავლით ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლას და თავის დაცვას, ამ საქმეებში ვერანაირი ნატო-ს ჯარი ვერ დაგვეხმარება, მით უმეტეს, ასეთ საარსებო გარემოში გადარჩენისთვის ბრძოლაში, რომელიც ჩვენი გასაკეთებელი, დასაცავი, განსავითარებელი და წარსამართია“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.