„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა კაზინოებსა და ტოტალიზატორებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ, კაზინოებსა და ტოტალიზატორებს ქალაქგარეთ, ახალგაზრდების და ხალხისგან შორს, გადაიტანს. მანვე დაამატა, რომ „არც ერთი ნორმალური სახელმწიფო და საზოგადოება დეპუტატებად და პრეზიდენტებად კაზინოს მეპატრონეებს, აფთიაქის მფლობელებს და ბანკირებს არ ირჩევს იმიტომ, რომ ისინი თავის სასიკეთოდ დაიანგარიშებენ“. მისი თქმით, მთავრობაში საშუალო ფენის წარმომადგენლები უნდა იყვნენ, რათა არავის მისცენ უფლება, ბიუჯეტიდან ფული „სახლში წაიღონ“.
„ჩვენ ვაგრძელებთ იმ 50 მილიონერი დეპუტატის მხილებას, რომლებიც წამოსკუპებულან პარლამენტში და ჩვენი ხალხის სისხლს წოვენ. ჩვენ ეხლა ვართ პარლამენტის წევრის, ივანიშვილის მარჯვენა ხელის, მილიონერისა და კანონიერი ქურდის, შაქრო კალაშოვის მოლარის, ისკო დასენის კაზინოსთან და ტოტალიზატორთან. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, ვერცერთი ოლიგარქი პოლიტიკაში ვერ გაიჭაჭანებს და ეს კაზინოები ქალაქგარეთ გადავა, რათა ვერ მიუდგეს ვერც ხალხი და ვერც ახალგაზრდობა. ეს გაკეთდება დაუყოვნებლივ და უმოკლეს ვადაში. ჩვენ არ გვინდა, რომ საზოგადოებამ იფიქროს, რომ მარტო ვლაპარაკობთ და ვიღაცის ჯავრი ან შური გვაქვს. ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებამ თავისი თვალით ნახოს, რომელი პარლამენტის წევრს რა აქვს დათრეული საერთო წილიდან და რის გამოა ლარი გაუბედურებული, ცხოვრება ტრაგიკულად გადაქცეული, წამლები - ძვირი, პენსიები - არარსებული და სამუშაოები - მხოლოდ დაპირებადი. ამის გამოა ეს ყველაფერი. ფული დაითრიეს, სამუშაოებიც ამათი ნათესავებისაა და ხალხს ერთადერთი როლი დარჩა - არჩევნების დროს, თუ იკისრებენ, აიღონ 15 ლარი და მისცენ ხმა, ან დარჩნენ სახლში და არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. სწორედ ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ძირითადი მახასიათებელი - ხალხი განდევნოს საარჩევნო პროცესებიდან, მილიონერებს მისცეს საკანონმდებლო უფლებები და პრეროგატივები. დეპუტატი რომ თვითონ არის კაზინოს და აფთიაქების ქსელის მფლობელი და ბანკირი, ის ხალხისთვის სასარგებლო წესებს დაადგენს?! რა თქმა უნდა, ის, პირველ რიგში, საკუთარი თავის სასარგებლოდ დაიანგარიშებს. არც ერთი ნორმალური სახელმწიფო და საზოგადოება დეპუტატებად და პრეზიდენტებად კაზინოს მეპატრონეებს, აფთიაქის მფლობელებს და ბანკირებს არ ირჩევს იმიტომ, რომ ისინი სათავისოდ მოქაჩავენ. პარლამენტში და მთავრობაში უნდა იყოს ხალხის საშუალო ფენის წარმომადგენელი, რომელიც ამას გააკონტროლებს და არავის მისცემს ბიუჯეტიდან ფულის სახლში წაღების საშუალებას. ამის მერე აღარ დაისმება ცნობილი შეკითხვა - „რა გვეშველება? რატომ ვართ ესე?“. იმიტომ ვართ „ესე“, რომ ისკო დასენი მილიონერია, უჩა მამაცაშვილი მილიარდერია, ივანიშვილი მილიარდერია, ქუმსიშვილი მილიონერია, კვირიკაშვილი მილიონერია და ყველა მილიონერი ზის კანონმდებლად და ჩვენ სასარგებლოს რას მიიღებენ?! რამდენიმე თვე დაგვრჩენია და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ამ ყომარბაზების და მეკაზინოების რეჟიმი“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.