პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სერგეი შამბას განცხადებას ეხმაურება. ჩუგოშვილის თქმით, ამ განცხადებას მეტი გააზრება სჭირდება, რადგან ვერ ვიტყვით თუ რა გახდა განცხადების მიზეზი. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ასევე ამბობს, რომ ოკუპაციის პრობლემა რუსთის ფაქტორის არსებობის გამო ვერ გვარდება.
„კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულების მომხრეა საქართველო და ამისთვის ჩვენ სახელმწიფო პოლიტიკაც გაგვაჩნია და სულ ახლახან, პარლამენტმაც დაუჭირა მხარი, მაგრამ ჩვენი ოკუპაციის პრობლემის დასრულებას ბუნებრივია, რომ პირველ რიგში რუსეთი უშლის ხელს და რუსეთი არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის კუთხით, ეფექტური ნაბიჯების გადადგმა გვიჭირს. დანარჩენზე საუბარი ძალიან რთულია. მე ვერ გეტყვით მიზეზებს, ვერ გეტყვით რა იყო განცხადების საბაბი, ცოტა მეტი გააზრება სჭირდება ამ განცხადებას, ამიტომ უფრო მეტის თქმისგან თავს შევიკავებ ამ ეტაპზე“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.