პრემიერმა ბახტაძემ სერგეი შამბას განცხადებას, საქართველოსთან დიალოგის დაწყების თაობაზე, უპასუხა და თქვა, რომ ერთიანი, ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება არის ერთადერთი შეთავაზება აფხაზეთისთვის
17-08-2018, 10:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერთიანი, ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება ეს არის ერთადერთი შეთავაზება აფხაზეთისთვის, ასეთია პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის პოზიცია სერგეი შამბას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ დროა დაიწყოს დიალოგი ქართველებსა და აფხაზებს შორის.

 


„ჩვენი პოლიტიკის ერთადერთი გზავნილი გახლავთ მშვიდობა. აქვე, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს გახლავთ ერთიანი და ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სადაც დაცულია ყველა პიროვნების ინტერესი და ღირსება და სადაც ყველას აქვს საშუალება მოახდინოს თავისი ნიჭის და პოტენციალის რეალიზაცია. ეს გახლავთ ჩვენი მხრიდან ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, განაცხადა ბახტაძემ.

 


ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“ ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.

 


„საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ერთობლივ მომავალზე, რადგან მეზობელი ქვეყნები ვართ და ბედმა ერთმანეთის გვერდით არსებობა გვარგუნა. მეზობელ ქვეყნებს შორის ვგულისხმობ არამხოლოდ საქართველოს. ევროპულ სახელმწიფოებს შორისაც ყოფილა კონფლიქტები. ისინი ერთმანეთს ეომებოდნენ. მაგრამ ყოველთვის დგება ურთიერთობის დარეგულირების დრო. ვფიქრობ, ახლა საქართველოსთან სწორედ ასეთი დიალოგის დაწყება შეიძლება“, – განაცხადა სერგეი შამბამ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუს დროს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი