ოკუპირებულ ტერიტორიებს როდესაც ეხება საკითხი, მეტი სიფრთხილე და საზრიანობაა საჭირო - ეკა ბესელია ქართველი მოჭიდავეების ფოტოს ეხმაურება
17-08-2018, 15:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფოტოს ეხმაურება, რომელზეც ქართველ მოჭიდავეებს რუსეთის დროშის ფერებში გადაწყვეტილი მაისურები აცვიათ და რომელზეც ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დეპუტატი და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ძამბოლატ თედეევია გამოსახული.

 

 

ბესელია აცხადებს, რომ გასაკვირი არ არის, რომ ამას გარკვეული ემოციური შეფასებები მოჰყვა, იმიტომ რომ ოკუპირებული ტერიტორიები ეს არის ყველაზე მტკივნეული თემა მოსახლეობისთვის და როცა საკითხი ამ თემას ეხება, დიდი სიფრთხილეა საჭირო.

 

 

„რა თქმა უნდა, არ იყო ეს სასიამოვნო და გარკვეული ემოციური შეფასებები, ამას ბუნებრივია მოჰყვა და ესეც აბსოლუტურად გასაგებია. მე მგონი განსაკუთრებით არის საჭირო ასეთი საკითხების მიმართ მეტი სიფრთხილის გამოჩენა და მეტად გააზრება, როცა ქვეყანას აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ჩვენთვის ძალიან მტკივნეული და ძალიან ემოციურია ეს თემები, ძალიან საფრთხილოა ასეთი საკითხები, იმიტომ რომ მეტი ყურადღება სჭირდება“, განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი