გეგა გეგეშიძე: მოჭიდავეებისა და თედეევის დამსახურებაა, ტატუნაშვილი ოჯახში რომაა დასაფლავებული - ჩვენი ბიჭები მაისურებს ჩაიცვამენ თუ არა, ეს არავის საქმეა!
17-08-2018, 13:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგე გეგეშიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას იმ ფოტოზე გააკეთა კომენტარი, რომელზეც ქართველ მოჭიდავეებს რუსეთის დროშის ფერებში გადაწყვეტილი მაისურები აცვიათ და რომელზეც ოკოპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დეპუტატი და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ძამბოლატ თედეევია გამოსახული. გეგეშიძემ აღნიშნა, რომ მოჭიდავეებს ეს მაისურები იმ მეგობრის მხარდასაჭერად ეცვათ, რომელიც ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში დაეხმარა ქართველებს და ამ ფოტოს არავითარი კავშირი აქვს პოლიტიკასთან.


„მთელ მსოფლიოს აცვია გენო პეტრიაშვილის, იაკობაშვილის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გამოსახულებიანი მაისურები. რატომ არ იძახით, რატომ გაცვიათ ბიჭებო?! მთელი მსოფლიო რომ ჩვენს დროშას აქვეყნებს და მთელი ევროპის კონტინენტი რომ ჩვენს ჰიმნს იზეპირებს, ჩვენი ფედერაცია რომ წარმატებულია და ამდენი მედალი მოვიპოვეთ, ვინმეს უკითხავს?  მოვიდნენ და ნახონ რა პირობებში ვვარჯიშობთ და რა შედეგები გვაქვს. ჩვენი ბიჭები მაიკებს ჩაიცვამენ თუ არა, ეს არავის საქმეა! ერთ რამეს გეტყვით, საცოდავი ბიჭი, ტატუნაშვილი რომ გადმოასვენეს, ზუსტად ეგ კაცი ჩაერია, მოსკოვიდან ჩამოვიდა და მაგან გადაწყვიტა ტატუნაშვილი ოჯახში რომაა დასაფლავებული, ამ კაცის ბრალია. ეს ვინმემ იცით?! მტერი გახდა თურმე და ჩვენი მეგობარი რომ არის და დაგვეხმარა, გაიგეთ ვინმემ?! თუ უნდა ვიყვიროთ, რომ მოჭიდავეებმა გავაკეთეთ ეს ყველაფერი?! მოჭიდავეებმა და თედეევმა გააკეთეს ზუსტად და ამას არავინ იძახის. მარტო მაიკაზე არის რუსეთის დროშა“, განაცხადა გეგეშიძემ.

 

 



ფოტოს გავრცელების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ ფოტოს გადაღება თავად თედეევმა სთხოვა და დათანხმდნენ, რადგან ის მათი დიდი გულშემატკივარია, ხოლო მაისურის ფერისთვის ყურადღება არ მიუქცევია.


„ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში, სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიან მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით, რადგან ჩვენი დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ. მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო, ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის..


მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე როგორც ყველა ქართველს!“, წერს გენო პეტრიაშვილი.

კომენტარები: 1
#1   marso
      
სად იყო ამდენი გაუნათლებელი მოჭიდავე ერთად... მეგობარია ჩემიო და გინდ დროშას დავუხარავ მისას და გინდ ხელს გადავხვევო... საინტერესოა, საიდან მოდის ეს მეგობრობა? 30 წელია რომ ეს მონსტრი სახელმწიფო გასაქანს არ აძლევს ჩვენს პატარა ქვეყანას წინსვლისთვის, და პერიოდულად ომებს გვიმნართავს და ასობით ახალგაზრდას გვიხოცავს, პერიოდულად რომ მოიწევს და იკავებს ჩვენს ტერიტორიებს, და თუ ხმა ამოიღე, ისევ სისხლისღვრას რომ მოგიწყობს, პერიოდულად რომ უდანაშაულო ადამიანებს მისსავე მიწიდან იტაცებს და ხოცავს ან ფულს აწერს, ესენი როგორ უნდა დაიმეგობროს აქაურმა კაცმა? ნეტევ რაზე საუბრობენ ბიჭები პურისჭამის დროს? რად უნდათ ასეთი მეგობარი, რომელიც არ აპროტესტებს მისი ქვეყნის დამპყრობლურ პლოიტიკას? პირიქით, ეს ე.წ. მეგობრები პუტინის მიერ ხელდასმული ჩინოვნიკებიც კი არიან და ხოტბას ასხამან მის პოლიტიკას... ზოგიერთთა მიერ საჭიდაო ხალიჩაზე გამარჯვების შემდეგ ზურგზეწამოკიდებული დროშით სირბილი ფარსია მხოლოდ - თუ კაცი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე არ ფიქრობს და ვერ გაუთავისებია ის ტრაგედია, რაც იმ დიდმა ქვეყანამ დაგვმართა ამ 3 ათეული წლის მანძილზე, მაშინ მეგობრებიც ბევრი ეყოლებათ და თანამოაზრეებიც, მაგრამ მომავალს რით შეხვდებიან?

ტატუნაშვილი რომ ორგანოებამოცლილი გადმოასვენეს აქეთ, რომელმა თქვენმა მეგობარმა ამოიღო ხმა და გააპროტესტა ის სადიზმი, რაც ამ
ქართველის მიმართ ჩაიდინა მავანმა... თურმე, მადლობა გვაქვს სათქმელი იქით, რომ განახევრებული კაცი გადმოგვცეს აქეთ... და თუ, ეს ვერ მოვახერხეთ, ახლა ბოდიშიც უნდა მოვუხადოთ - იქით.
21 აგვისტო 2018 06:34
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი