თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებას ეხმაურება. იზორიას თქმით, საქართველო დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის.
„გვაქვს მშვიდობიანი პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია თანამოძმეების – აფხაზების და ოსების ინტეგრირებაზე. ამ მშვიდობიანი პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი გახლავთ ჩვენი გაძლიერება და განვითარება. ეს უნდა იყოს წინაპირობა ჩვენი თანაცხოვრების, წინაპირობა აფხაზების და ოსების მხრიდან მეტი ინტერესის, საქართველოს ფარგლებში განვითარების და სწორედ ამას ემსახურება გეგმა „უკეთესი მომავლისკენ“, რაც მთავრობამ წარადგინა.
ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის და ამ მშვიდობიანი პოლიტიკის გამყარებისთვის. ამისთვის გვაქვს საერთაშორისო ფორმატები. განუხრელად ვიცავთ პრინციპებს, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, მათ შორის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება არის დამოკიდებული ამ ფორმატებზე და სწორედ ამის ფარგლებში გვაქვს გააზრებული რეალური ბერკეტები და მექანიზმები მომავალში მშვიდობიანი პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით“, განაცხადა ლევან იზორიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.