სალომე ზურაბიშვილი: „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს მაშინ დავიწყებ, როცა გადაწყვეტილებას მიიღებენ
18-08-2018, 14:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მოლოდინშია, ხელმოწერების შეგროვების კამპანიას ბათუმში განაგრძობს. პრეზიდენტობის კანდიდატი ბულვარში მხარდამჭერებსაც შეხვდა და პროგრამა გააცნო.

 

 

ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს მას შემდეგ დაიწყებს, როცა გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი მიიღებს.

 

 

„მე დავიწყებ კონსულტაციებს, როცა გადაწყვეტილებას მიიღებენ. არ მინდა ჩავერიო პროცესში, რომელიც მე არ მეკუთვნის, ეს არის მათი გადასაწყვეტი. როგორი კანდიდატი და პიროვნება ვარ ყველამ კარგად იცის, თუნდაც პარლამენტიდან. ამიტომ ეს გადაწყვეტილება მათთვის მისაღებია ჩემი ჩარევის გარეშე და თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება, ამის შემდეგ საჭირო გახდება კონსულტაციები“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 

 

ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია დიდი ჯიხაიშიდან, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან დაიწყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი