სალომე ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ მხარს დამიჭერს
15-08-2018, 12:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მას 26 ათასამდე ხელმოწერა უნდა ჰქონდეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მხარდაჭერის იმედი აქვს, რადგან მას ქართულმა ოცნებამ მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქი დაუთმო საპარლამენტო არჩევნების დროს. დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, მმართველმა გუნდმა რომც არ დაუჭიროს მხარი, ის ბოლომდე იბრძოლებს.

 

 

„მე უნდა აბსურდული რამე ვთქვა, რომ თუ კი უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნება ჩემს კანდიდატურას ეს არ იმოქმედებს იმ მოსახლეობაზე, რომლის უმრავლესობა მათ უჭერს მხარს, ანუ ეს არის ერთი და ერთი.  მაინც მაქვს იმედი ამ მხარდაჭერის. ორი სხვადასხვა რამე არის: ერთი შენი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი და მეორე, რომ ამ გადაწყვეტილების პროცესში შენ იყო რეალისტი და უყურებდე რა ხდება ქვეყანაში და ვის იმედად შეიძლება იყო. მე რომ ვერ ვიქნები სხვა პარტიების იმედით, ეს ფაქტია არის. მოსახლეობაში უმრავლესობა არის ერთი პარტიის მხარდამჭერი, მეც ამ პარტიას დავუჭირე გარკვეულწილად მხარი წინა პერიოდში, მან დამითმო მაჟორიტარის ადგილი მთაწმინდაზე და ამიტომ მე ძალიან ბუნებრივად მაქვს იმედი, რომ ეს პარტია დღესაც გარკვეულწილად მხარს დამიჭერს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება მაინც არის დამოუკიდებელი, ამ იმედზე არ არის მხოლოდ დაფუძნებული, რაც არ უნდა მოხდეს და დანარჩენი მათ უნდა ჰკითხოთ. რაც არ უნდა მოხდეს, მე ბოლომდე გავალ ამ კანდიდატურით და არ დავიხევ უკან“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი