„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალური მოძრაიბის" და სხვა პოლიტიკური პარტიების გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ფოტოს ტექსტი არ ახლავს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი ბოლო დღეების განმავლობაში ნიდერლანდებში იმყოფებოდა, სადაც მის წინააღმდეგ „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძის სარჩელის საფუძველზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ფოტოც ნიდერლანდებში, სავარაუდოდ ერთ-ერთ სასტუმროში, უნდა იყოს გადაღებული.
აღნიშნული ფოტოს ნიკა მელიას „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებიდან მალევე ის მიხეილ სააკაშვილმა გააზიარა და ინგლისურ ენაზე კომენტარი დაურთო: „საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი გია ვაშაძე“.
უკრაინული Новое время-სთვის მიცემულ ინტერვიუში კი სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩასასვლელად ემზადება, რომ მისი ქვეყანა გადაარჩინოს.
მიხეილ სააკაშვილმა 16 აგვისტოსაც განაცხადა, რომ „აუცილებლად დაბრუნდება“ საქართველოში და განაგრძობს ივანიშვილის და მისი საბანკო მაფიის წინააღმდეგ ბრძოლას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.