სააკაშვილმა, რომლის წინააღმდეგაც ჰოლანდიაში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, განაცხადა, რომ „აუცილებლად დაბრუნდება“ საქართველოში და განაგრძობს ივანიშვილის და მისი საბანკო მაფიის წინააღმდეგ ბრძოლას
16-08-2018, 18:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჰოლანდიის მიდელბურგის სასამართლომ „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძის სარჩელის - „ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ“ - განხილვა დაიწყო. ქართველი ბანკირი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მის მიერ საბანკო მაფიასთან, მათ შორის „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო უჩივის და კომპენსაციას ითხოვს.

 

 

მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჰოლანდიაში დღევანდელ სასამართლო პროცესს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძეც ესწრება.

 


სააკაშვილი „რუსთავი 2“-თან საუბრისას აღნიშნულ პროცესს პოლიტიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ უფულობის მიუხედავად, ივანიშვილის და მისი საბანკო მაფიის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტას და გაჩუმებას არ აპირებს. იგი ამბობს, რომ ამ მაფიას შეებრძოლება როგორც ჰოლანდიაში, ისე საქართველოში, სადაც „აუცილებლად დაბრუნდება“ და სადაც „აუცილებლად სიმართლე იზეიმებს“.

 


„მიზანი არის ივანიშვილის და საბანკო მაფიის, რომელიც ძარცვავს საქართველოს და ხალხს, რომელმაც პრაქტიკულად თითოეული ქართული ოჯახის ჯიბეში ჩაყო ხელი, აქედან ამოაქვს უკანასკნელი კაპიკები ხალხის; ხალხს ახრჩობს ვალებში, ხალხს ახრჩობს იმ ვალდებულებებში, რომელიც არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში... აი, ჰოლანდიაში წარმოუდგენელია ასეთი რაღაცა, მეზობელ აზერბაიჯანშია წარმოუდგენელი ასეთი რაღაცა, თურქეთშია წარმოუდგენელი; ასეთი რაღაცა მხოლოდ საქართველოში ხდება. საქართველოში ივანიშვილის დროს საბანკო მაფიამ ბოლომდე გაშალა ფრთები და საქართველოს შიგნით ბევრის გაჩუმება შეძლეს, მოსყიდვა და დაშინება შეძლეს და ახლა ხარჯავენ უამრავ ფულს იმაზე, რომ მე გამაჩერონ ჰოლანდიაში - ვერ ეღირსებიან. ესენი არიან ქართველი ხალხის მტრები, ესენი არიან ისინი, ვინც მართლა სისხლს სწოვს საქართველოს და მე შევებრძოლები აქაც, ჰოლანდიურ სასამართლოში, სადაც მათ მიჩივლეს, ასობით ათას დოლარს ხარჯავენ მარტო ამ პროცესების მოწყობაზე და რა თქმა უნდა შევებრძოლები საქართველოში, სადაც აუცილებლად დავბრუნდები და აუცილებლად სიმართლე იზეიმებს. ამათ აქვთ განუზომელი ფული. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავქვს არც ფული და არც საშუალებები. გარდა იმისა, რომ საქართველოდან არაფერი არ წამომიღია, ესენი მოვიდნენ, გაძარცვეს მთელი საქართველო და ახლა ამ ნაძარცვი ფულის ნაწილს ხარჯავენ იმაზე, რომ მე მითხრან, რომ შენ ხომ მაინც ფული არა გაქვს, შენ ხომ მაინც არ შეგიძლია იურისტებზე დახარჯო, მოდი რაა, გაჩუმდი და ხმა აღარ ამოიღო. ვერ ეღირსებიან. მართლაც ცივი წყალი დალიონ, რომ ეს გავაკეთო. არასოდეს მე ამ ხალხთან ბრძოლას არ შევაჩერებ“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.

ყველაზე კითხვადი
  1. კონგრესმენი ჯო უილსონი: სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას ანიჭებს „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას
  2. ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრები საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ
  3. ბიძინა ივანიშვილი: ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, გილოცავთ და არ გაგიმტყუნებთ, აუცილებლად მოგემსახურებიან
  4. ირაკლი კობახიძე: მმართველმა გუნდმა 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას
  5. 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 768 816 ამომრჩეველი, რაც 50.6%-ს შეადგენს
  6. გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
  7. 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 58.94 პროცენტს შეადგენს
  8. სალომე ზურაბიშვილი: ევროპული საქართველო 52%-ით იმარჯვებს
  9. ცესკო: 69 პროცენტის დათვლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52,94 პროცენტით ლიდერობს
  10. ვიქტორ ორბანი: ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი