პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მოლოდინშია, კასპში ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მსჯელობა ბუნებრივია და მისი პოზიცია, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, არ არის ისეთი, რომ მმართველმა გუნდმა მას მხარდაჭერაზე უარი უთხრას.
„სრულიად ბუნებრივი არის ეს მსჯელობა უმრავლესობისთვის, სანამ თვითონ გადაწყვეტენ კანდიდატებიდან, რომელს უნდა დაუჭირონ მხარი მე ამაში ვერც უხერხულობას ვერ ვხედავ, ვერც პრობლემას ჩემთვის ან მათთვის. ძალიან მშვიდად, როგორც ხედავთ მე ვაგრძელებ ჩემს კამპანიას და ჩემთვის ხელმოწერების შეგროვებას და არ მაქვს რაღაცნაირი ეჭვის მომენტი, როგორიც იქნება, რაც იქნება მათი გადაწყვეტილება ეს იქნება ჩემთვის მისაღები და ამის მიხედვით კამპანიას შემდეგ გავაგრძელებ. არანაირი პოზიცია არ მაქვს ისეთი, რომელიც მათგან მხარდაჭერაზე უარის თქმას განაპირობებდეს, შეხვედრები ჯერ არ მქონია, მგონი თითო ლოკაციაზე იმავეს ვამბობ, რომ ველოდები მათ გადაწყვეტილებას“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.