საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის კანცლერთან შეხვედრას მართავს
23-08-2018, 18:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ხვდება.

 

 

შეხვედრა გიორგი მარგველაშვილსა და ანგელა მერკელს შორის, პრეზიდენტის სასახლეში, ამ წუთებში მიმდინარეობს.

 

 

ფედერალური კანცლერი ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრამდე, მთავრობის მეთაურს, მამუკა ბახტაძეს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვდა.

 

 

შეხვედრის შემდეგ, მამუკა ბახტაძემ და ანგელა მერკელმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

 

 

პრესკონფერენციაზე, ანგელა მერკელმა შეკითხვაზე - პუტინთან შეხვედრის დროს იყო თუ არა რაიმე ფორმით განხილული საქართველოს ოკუპაცია? - უპასუხა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ამაზე მისი პოზიცია იცის.

 

 

„მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში ვიმყოფები სტუმრად, ბოლოს ვიყავი 10 წლის წინ. მაშინ ცელი მოეწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მაშინ მოვითხოვე რუსეთის ჯარების გაყვანა. 10 წლის შემდეგაც მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, ჩვენ წვლილს შევიტანთ", განაცხადა კანცლერმა.

 

 

მანვე განცხადება გერმანიაში საქართველოდან წასულ თავშესაფრის მაძიებლებზეც გააკეთა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი