ანგელა მერკელმა შეკითხვაზე - პუტინთან შეხვედრის დროს იყო თუ არა რაიმე ფორმით განხილული საქართველოს ოკუპაცია? - უპასუხა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ამაზე მისი პოზიცია იცის
23-08-2018, 17:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ანგელა მერკელმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

 

 

ქართული მედიის მიერ დასმული შეკითხვის - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს იყო თუ არა რაიმე ფორმით განხილული საქართველოს ოკუპაცია? - მერკელმა უპასუხა, რომ ის რაც ხდება არის უსამართლობა და საქართველოს და უკრაინის კონტექსტი ერთნაირია.

 


„მე ხვალ მექნება შესაძლებლობა, მივიდე ადმინისტრაციულ საზღვართან, სადემარკაციო ხაზთან. ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებით. მე მას ვესაუბრე ამაზე. რაღაცნაირად ეს ერთი კონტექსტია, მიუხედავად დიდი დაძაბულობისა, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რომ ერთხელდ და სამუდამოდ, წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა. ეს არ უნდა გახდეს ყოველდღიურობა - არ უნდა მოხდეს შეგუება სიტუაციასთან. ჩვენ, ყოველდღიურად, მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე", განაცხადა ანგელა მერკელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი