ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ მინისტრმა, სერგეი შამბამ ოპოზიციური ძალების ბლოკის შეკრებაზე განაცხადა, რომ თუ აფხაზეთში ვითარება, არ გამოსწორდება, მათ მოუწევთ საქართველოს ან რუსეთს შემადგენლობაში შეყვანა სთხოვონ, რადგან არსებულ ხელისუფლებას არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ და ერთადერთი გამოსავალი ასლან ბჟანიას პრეზიდენტად არჩევაა.
„ჩვენ ყველა და პირველ რიგში, მე ვარ დამნაშავე, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაშია. ვიმედოვნებდით, რომ რამეს გააკეთებდნენ. ხელისუფლება უმოქმედოა, ხვალ ისევ გველის ისეთი ტრაგედია, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ და ახლაც დავკარგავთ. თუ ვითარება არ გამოსწორდება, მოგვიწევს, მუხლებზე დავდგეთ და საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღება ვთხოვოთ. ხვეწნას დავუწყებთ. ეს გინდათ? მე ეს არ მინდა! მე არანაირი თანამდებობა არ მინდა, რომ მთხოვონ, არც დავთანხმდები. აქ ვარ ასლან ბჟანიას მხარდასაჭერად. ამ ხელისუფლებას და ამ პრეზიდენტს არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. აფხაზეთში ყველა თანხმდება, რომ ჩვენ ღრმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისში ვიმყოფებით.
რისთვის გვჭირდებოდა ბრძოლა. რისთვის დაიღუპა ამდენი ჩვენი ძმა და მეგობარი. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და შევქმენით სახელმწიფო, რომელიც ისტორიის განმავლობაში არასდროს ყოფილა. აფხაზეთის სამეფო მაშინ იყო. მეფეები მიმართულების ნებართვას და ტიტულატურას იქედან იღებდნენ. ჩვენ მივიღეთ ისეთი თავისუფლება, რომლის მსგავსი არასდროს გვქონია. ნუთუ ამის გამოყენება არ შეგვიძლია. აფხაზეთს უპასუხისმგებლო ადამიანები მართავენ“, განაცხადა სერგეი შამბამ.
ცოტა ხნის წინ კი სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.