თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ექსპერტ ნონა მიხელიძის მიერ მომზადებული ანგარიში საკმაოდ მიკერძოებული და არაკომპეტენტურია
04-09-2018, 17:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დამოუკიდებელი ექსპერტის, ნონა მიხელიძის მიერ წარდგენილ ანგარიშს ევროპარლამენტში მიკერძოებულს და არაკომპეტენტურს უწოდებს. ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც რისკი ჩნდება, რომ ევროპარლამენტი არაკომპეტენტურ ანგარიშს დაეყრდნოს, ეს არ უნდა დაუშვან და ევროპარლამენტს სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.

 

„ევროკომისარსაც აქვს თავისი მოსაზრებები, საკითხს უფრო დეტალურად ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ გაეცნობა. ნამდვილად ცალმხრივი და კომპეტენტურობას მოკლებული ანგარიშია. არ ვიცი, თავად რაზე საუბრობს, მაგრამ ევროკომისარმაც ახსენა, რომ გარკვეული ინფორმაცია აქვს, რომ მათ მიერ შექმნილ დოკუმენტზე პრობლემა იყო. საქართველოს თაობაზე კომუნიკაცია ყოველთვის არის, მით უმეტეს, როცა შეიძლება ნებისმიერი ანგარიში იყოს შემდეგ გამოყენებულ რეზოლუციებსა და ოფიციალურ დოკუმენტებში. როცა დოკუმენტის წყარო არაკომპოტენტურია, ბუნებრივია, ჩვენს ევროპელ კოლეგებს ინფორმაციას ვაწვდით და ვეუბნებით, რომ ან ფაქტობრივი შეცდომებია დაშვებული, ან არასწორი შეფასებებია გაკეთებული. ეს ჩვენი მოვალეობაა, როგორც პარლამენტის წევრებისა და საქართველოს წარმომადგენლების.

 

 

როცა ანგარიშში არასწორი ფაქტი წერია, მასზე პარლამენტმა ევროპარლამენტს სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. პარლამენტის წევრების ვალდებულებაა, ევროპარლამენტის შეცდომაში შეყვანა არ დავუშვათ, მათ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ და ამას რომ არ ვაკეთებდეთ, ამაზე უნდა გვაკრიტიკებდეთ და არა – პირიქით“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი