ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში განიხილეს. ანგარიში მომხსენებლის, ანდრეი მამიკინსის სახელით ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ წარმოადგინა.
განხილვისას სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო ექსპერტი ნონა მიხელიძე, რომელმაც ქვეყნის მთავარ გამოწვევად ასოცირების შეთანხმების პოლიტიკური ნაწილის შესრულება დაასახელა.
მისი განცხადებით, მთავარ გამოწვევად არაფორმალური მმართველობა და ინსტიტუციების სისუსტე რჩება.
„საქართველო დგას სისტემური გამოწვევების წინაშე, როდესაც საუბარია ასოცირების შეთანხმების პოლიტიკური ნაწილის შესრულებაზე. მთავარი გამოწვევებია არაფორმალური მმართველობა და კულუარებში პოლიტიკის წარმოება. ხდება პოლიტიკის პერსონიფიცირება ქვეყანაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა არის მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელში. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოქმედი მთავრობა სხვა მეთოდებს იყენებს, სახელმწიფოსა და საზოგადოების გაკონტროლების მიზნით“, განაცხადა ექსპერტმა ნონა მიხელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.