„ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა დამოუკიდებელი ექსპერტის ნონა მიხელიძის მიერ ევროპარლამენტისთვის მომზადებული ანგარიშს არაპროფესიონალურსა და ღიმილის მომგვრელს უწოდებს.
„ეს კვლევა არ არის პროფესიონალური, კრიტიკას ვერ უძლებს ვერცერთ ნაწილში, მე არცერთ საკითხზე მის მოსაზრებებს ვერ გავიზიარებ. კვლევაში არის საუბარი 2015 წლის შეფასებებზე მაშინ, როდესაც დღეს არის 2018 წელი და გამოყენებულია ყველაზე კრიტიკული კვლევებიდან მხოლოდ ყველაზე კრიტიკული ჩანაწერები, მაშინ, როცა იმავე კვლევაში სხვა უფრო პოზიტიურიც არის. ეს მიქმნის განცდას, რომ ექსპერტს ჰქონდა წინასწარი განწყობა, რომ დაეწერა ასეთი ანგარიში. მე არ მაქვს პრობლემა კრიტიკული კვლევების მიმართ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ანგარიში არის ცალმხრივი და ნდობას არ იმსახურებს. კვლევა არის ჩემთვის ღიმილის მომგვრელი“, განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.