არჩილ გამზარდია: როდესაც ვტრიალებდი ივანიშვილის გვერდით 20-30-ში, ყოველდღიურად ვხედავდი, როგორ ცდილობდა ბიძინა ივანიშვილი მოეძიებინა ადამიანები, რომლებიც კრიტიკულად შეაფასებდნენ იმდროინდელვე ხელისუფლებას
10-09-2018, 10:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„იბერიას" პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი არჩილ გამზარდია ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" ატერორებს ბიზნესს, თუ ვერ აკონტროლებს და მით უფრო ატერორებს მედიას, რომელსაც ვერ აკონტროლებს.

 

 

გამზარდიას შეფასებით, „ქართული ოცნება" არათუ მსგავსი ტიპის ძველ სამწუხარო გამოცდილებებს იზიარებს, არამედ ბევრად უფრო მავნე ფორმაში გადადის.

 

 

პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი სავარაუდოდ, ტელეკომპანიის დაფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილსა და სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის გავრცელებულ აუდიოჩანწერსაც ეხმაურება და აცხადებს:

 


„შეუძლებელია, „ქართულ ოცნებაში" იყოს ერთი ავტონომიური პირი, რომელიც რამე პროცესებს განაგებს მით უფრო, რომ ის არ არის მოქმედი თანამდებობის პირი. ბუნებრივია, ეს არის გარკვეული ჯგუფი თუ დაჯგუფება შეიძლება ასეც ითქვას, როგორც მოქმედი ჩინოვნიკების, ისე არამოქმედი ჩინოვნიკების და ასევე, უბრალოდ „ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები, რომელთა სივრცეც საკმაოდ ფართოა", აცხადებს არჩილ გამზარდია და ვარაუდობს, რომ ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილის შორის სატელეფონო საუბარი არცთუ დიდი ხნის წინ უნდა შემდგარიყო.

 

 

„მე არ ვიცი, რა პერიოდის ჩანაწერია, თუმცა, სავარაუდოდ, არ უნდა იყოს დიდი ხნის ჩანაწერი. თუმცა, აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს ჩანაწერი პრაქტიკულად სრულ სახეს ქმნის პირდაპირ, ყველანაირი საეჭვო ინტერპრეტაციების გარეშე, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნების" დაფუძნებელი ერთ-ერთი და ყოფილი მაღალჩინოსანი და მასთან დაახლოებული პირები, კონკრეტული მედიასაშუალების „ახევას", როგორ აღიზიანებს „ქართულ ოცნებას" კრიტიკული ჟურნალისტები და რედაქცია ზოგადად ტელეკომპანია „იბერიის".... „ქართული ოცნება" არათუ მსგავსი ტიპის ძველ სამწუხარო გამოცდილებებს იზიარებს, არამედ ბევრად უფრო მავნე ფორმაში გადაჰყავს და პრაქტიკულად, გარდა იმისა, რომ ის ბიზნესს ატერორებს, ბიზნესზე ზეწოლას ახდენს „ქართული ოცნება" და ჰყავს თავისი ფავორიტი შერჩევითი ჯგუფები, რომლებსაც იქეთ ეხმარება და სავალდებულო კანონით დადგენილ ნორმებს ახორციელებს, შერჩევის მიხედვით, ბიზნესის ნაწილს ატერორებს თუ ვერ აკონტროლებს და მით უფრო, ატერორებს მედიას, რომელსაც თავად ვერ აკონტროლებს....

 

 

როდესაც ვტრიალებდი ბიძინა ივანიშვილის გვერდით 20-30-ში, იქ მე ყოველდღიურად ვხედავდი, როგორ ცდილობდა ბიძინა ივანიშვილი მოეძიებინა ადამიანები, რომლებიც კრიტიკულად შეაფასებდნენ იმდროინდელვე ხელისუფლებას, თუმცა, შემდეგ ასეთი ადამიანები ქრებოდნენ და იქ გამეფებული სიტუაციისგან თავს არიდებდნენ ისევე, როგორც მე არ გამიჩნდა სურვილი მათთან ხანგრძლივვადიანი მეგობრობის თუ თანამშრომლობის", განაცხადა არჩილ გამზარდიამ „P.S."-ში ჩართვისას.

 

 

„რუსთავი 2"-მა გუშინ, 9 სექტემბერს, გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, ტელეკომპანია „იბერიას" დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის საუბარია, რომელიც სწორედ ტელეკომპანიას შეეხება.

 

 

„იბერიას" თანამშრომლებმა, გუშინვე საპროტესტო აქცია დაანონსეს. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა თქვა, რომ 10 სექტემბერს მაუწყებლობა სამი საათის განმავლობაში შეწყდება, გამართავენ მსვლელობას, რომლითაც „ქართული ოცნების“ ქმედებებს გააპროტესტებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი