„რუსთავი 2“-ზე უარესი „იბერია“ არისო“ – „კურიერი“ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც სავარაუდოდ, ტელეკომპანია „იბერიას" დამფუძნებელი და ლევან ყიფიანი საუბრობენ
09-09-2018, 15:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორ და რა ფორმით ახორციელებს ხელისუფლება ზეწოლას დამოუკიდებელ ტელეკომპანია „იბერიაზე“ – „კურიერმა“ აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც სავარაუდოდ, ტელეკომპანია „იბერიას" დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის საუბარია, სწორედ ტელეკომპანია "იბერიას" შესახებ და ისმის კონკრეტული პრეტენზიებიც პირისგან, რომელიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრია. გუშინ ტელეკომპანია „იბერიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით ლონდონში საადვოკატო კომპანიაშია დაბარებული.

 

 

 

 

„ზაზა ოქუაშვილი: მთავრობა ნორმალურად დაგვიდგეს გვერდში წარმოებასთან, ჩვენ კაცობასთან დაადგეს და რა დავაშავეთ გვითხრას.

 

ლევან ყიფიანი: დაგიდგეთ გვერდში კეთილი განწყობით.

 

ზაზა ოქუაშვილი: გიჟი ვარ ხომ?

 

ლევან ყიფიანი: ყველა გამოდის „რუსთავი 2"-ზე უარესი არისო "იბერია." უფრო აღიზიანებთ. ძნელია როცა ლაპარაკობ დათმობაზე, როცა ტელევიზია აგერ ასეთ ამბებშია.

ზაზა ოქუაშვილი: რა გავაკეთო?

 

ლევან ყიფიანი: მთელი შენი ბიუჯეტი „ქინძზე“ გვკიდია, შენი ომეგა და ყველაფერი. რაც იქედან მოდის, ყველაფერი მიდის იქ იმიტომ, რომ ჰგონია რომ ის არის ყველაფერი. გონია, რომ ის თუ გამოვა, ის გამო...... ვიღაც წვერებიანი ტიპი. ტელევიზია, რომ გაცვალო აი ამ პრობლემებში მოვდივარ კეთილი ნებით და ჰა შეიტენეთ ერთ ადგილას. ეს პრობლემები მაქვს და გადამიწყვიტეთ და გადავკოცნოთ ერთმანეთი“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი