მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის ტერიტორიულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

(ლატალის ტერიტორიული ერთეული. GUARDIAN.GE-ს ფოტო)
როგორც GUARDIAN.GE-ს მესტიის მერიაში განუცხადეს, პროექტის ღირებულება 396 841 ლარია, საიდანაც 85%-ს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, ხოლო 15%-ს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი აფინანსებს.

(ლატალის ტერიტორიული ერთეული. GUARDIAN.GE-ს ფოტო)
„პროექტის მიხედვით ხდება არსებული შენობის დემონტაჟი. ახალი შენობა ერთსართულიანი იქნება და 2 ბლოკში განთავსდება 25-ბავშვიანი ჯგუფის ოთახები, გასახდელებითა და სველი წერტილებით. ერთ-ერთ ბლოკში მოთავსებული იქნება ადმინისტრაციისა და სამზარეულო ოთახები. პროექტით მოეწყობა ღობე-ჭიშკარი. მოეწყობა ბავშვთა სათამაშო სივრცე", აცხადებენ მესტიის მერიაში.
სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და 2019 წელს დასრულდება.

(ეცერის ტერიტორიული ერთეული. GUARDIAN.GE-ს ფოტო)
მესტიის მერიის ცნობით, საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს ასევე ეცერის ტერიტორიულ ერთეულში. პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

(ლენჯერის ტერიტორიული ერთეული. GUARDIAN.GE-ს ფოტო)
მათივე ინფორმაციით, ახალი საბავშვო ბაღი უკვე აშენდა ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.