მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის ტერიტორიულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც GUARDIAN.GE-ს მესტიის მერიაში განუცხადეს, პროექტის ღირებულება 335989.00 ლარია, აქედან 95%-ს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, ხოლო 5%-ს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი აფინანსებს.

„ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შედეგედ მივიღებთ საბავშვო ბაღს, რომელიც გათვლილი იქნება 50 აღსაზრდელზე. საბავშვო ბაღი წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობას, კეთილმოწყობილი ეზოთი", აცხადებენ მესტიის მერიაში.

პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.