მოსკოვის ქართული ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი კახაბერი სასულიერო პირებსა და კონკორდატთან დაკავშირებით პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ეკლესია პოლიტიკაში არ ერევა და არც კონკორდატი არ ირღვევა, როგორც ამას მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აცხადებს.
„ის, რომ ეკლესია ერევა ეს ტყუილია, ეკლესია არ ერევა. ისევე როგორც მე ჩემი პირადი აზრი შემიძლია გამოვხატო და გითხრათ, რომ მე არ მაქვს უფლება მრევლს მოვუწოდო, რომ ან ამას მიეცით ხმა ან იმას, ეს ჩემი მხრიდან არ იქნება სამართლიანი იმიტომ, რომ ყველას თავისი არჩევანი აქვს და ვისაც მოსწონს მისცემს ხმას სალომე ზურაბიშვილს, თუმცა, პირადად მე არ ვაპირებ რომ მას მივცე ხმა და ამის უფლება მაქვს, როგორც მოქალაქეს - იმიტომ, რომ არ მომწონს. თავს შევიკავებდი კონკრეტული მიზეზების დასახელებისგან, მაგრამ არ მომწონს მისი პოზიციები, თუნდაც ომის დაწყებასთან დაკავშირებით და სხვა მრავალი.
თითქოს ირღვევა კონკორდატი ეს არ არის სიმართლე, კონკორდატი დაირღვეოდა მაშინ, ეკლესიას რომ დაერღვია კონსტიტუციის რომელიმე მუხლი, ეკლესიას კონსტიტუციის რომელიმე მუხლი არ დაურღვევია. ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენი მოქალაქეობრივი უფლებაა, რომ გაგვაჩნდეს ჩვენი აზრი. ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება. კანონით არის ეს მიღებული და როგორ სასულიერო პირს არ აქვს? მაშინ პასპორტები უნდა ჩამოგვართვან ან არჩევნების მონაწილების უფლება არ უნდა მოგვცენ.
გამოდის რომ, მან პრეზიდენტობის შემთხვევაში რომ თქვა, ეკლესიას მივხედავო, მოგვხედავს ასე, რომ ან მოქალაქეობას ჩამოგვართმევს ან არჩევნებში აგვიკრძალავს მონაწილეობის მიღებას" უთხრა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა „რუსთავი 2"-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.