„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, სასულიერო პირებსა და კონკორდატთან დაკავშირებით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ეხმაურება.
გიგა ბოკერია ზუანრაბიშვილის განცხადებაზე, რომ ეკლესია და სასულიერო პირები „ამ დონეზე" პოლიტიკურ ცხოვრებაში არ უნდა ერეოდნენ, ბოკერია ამბობს:
„საზოგადოების ნებისმიერ წევრს და ბუნებრივია, სასულიერო პირებსაც სრული უფლება აქვთ, რომ პოზიცია ჰქონდეთ მიმდინარე ნებისმიერ მწვავე დისკუსიაში. მაგრამ, ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს, არ აქვს ვეტოს უფლება, რომელიმე დისკუსიაში და ასევე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ვინც არ უნდა იყოს ის, თუნდაც სალომე ზურაბიშვილი, ეკლესიისა ან რელიგიური გრძნობების თემის გამოყენება, ჩემთვის არის მიუღებელი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.