„ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე „რუსთავი 2"-ის მიერ დღეს გავრცელებულ კიდევ ერთ აუდიოჩანაწერს ეხმაურება.
ჩხეიძე ამბობს, რომ მოთხოვნები, რასაც ხელისუფლება „ომეგა ჯგუფს" უყენებდა, მისთვის ცნობილი იყო.
„მე ვფიქრობ, რომ როგორც წესი და რიგია, ლევან ყიფიანსაც არ დაკითხავენ და ძალიან რბილად მოექცევიან - როგორც უკვე ვნახეთ, რომ ასე მოხდა. ამის შემდეგ რა მოხდება, დაველოდოთ და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება იმას, რომ მოთხოვნები იყო და მე ეს ყველაფერი ვიცოდი, სწორედ ამიტომ იყო ეს პრობლემები „ომეგა ჯგუფში" და სწორედ ამიტომ იყო, რომ განიხილავდნენ რესტრუქტურიზაციის მოთხოვნას. სწპრედ ამიტომ იყო, რომ იმ ვალდებულებებს, იმ კანონს ისინი არ ასრულებდნენ. არამცთუ არ ასრულებდნენ, აქამდე არ შეუსრულებიათ. სასამართლოსაც მიაკითხა „ომეგა ჯგუფმა", რომ ფინანსთა სამინისტრომ შეასრულოს კანონი და ჯერჯერობით სასამართლოდანაც გამოხმაურება არ არის. იცით, საინტერესო რა არის? ჩვენი მთავრობის წევრები კონტრიბუციასაც ითხოვდნენ კანონის შესრულებაში და ტელევიზიის არარსებობასაც ითხოვდნენ კანონის შესრულებაში. დიდი სქემები საერთოდ ყოველთვის იმართება ზევიდან - ვერტიკალიდან და ვერტიკალის თავიდან. დიდი სქემები იქედან იმართება და პატარა სქმებები შესაბამისად პატარა რგოლებიდან", უთხრა ნატო ჩხეიძემ „რუსთავი 2"-ს.
შეკითხვაზე, შეიძლება რომ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგეს, ნატო ჩხეიძე პასუხობს:
„და რატომ არ შეიძლება?!"
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.