„ეს 3 მანქანა გადმომიფორმდეს“ - „რუსთავი 2“ ასაჯაროვებს ახალ ჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი ფიგურირებენ
21-09-2018, 12:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რუსთავი" ასაჯაროვებს კიდევ ერთ აუდიოჩანაწერს, რომელიც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანსა და „ომეგა ჯგუფის" მენეჯმენტის წარმომადგენლებს შორის შემდგარ საუბარს ასახავს.

 

 

ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ყიფიანი მინისტრებისთვის „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებისგან ძვირადღირებულ მანქანებს და ფულს ითხოვს.

 

 

„ლევან ყიფიანი: - აგერ, ძმაო, გადამიფორმეთ, 5 მანქანა, რაც ძველი დავალიანებაა. აქედან მერე, რაც ჩამოეჭრება და 30-მილიონიანი რესტრუქტურიზაცია, 30 მილიონის პროცენტი მომეცით. 3 მანქანა, რომელიც არის გადმომიფორმონ, რომ მე კიდევ არ გადავაგდო ფინანსთა სამინისტრო, ერთი მინისტრი და მეორე მინისტრი.

 

 

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ერთ მინისტრი რა ქუმსიშვილს არ გულისხმობ?

 

 

ყიფიანი: - სხვას, წინა მინისტრსაც ვგულიხმობ.

 

 

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეს ხადური ხომ?

 

 

ყიფიანი: - ჰო. ერთი კუპერი, X 4 და X 5

 

 

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეს ქუმსიშვილის.

 

 

ყიფიანი: - კიი. ეს 3 მანქანა გადმომიფორმდეს, ან ვისაც მოვიყვან იმაზე გადააფორმონ იმაზე, რომ მერე მე ჯიჯღინი არ დამაწყებინოთ, მაიცა და ხვალ იყოს და ზეგ იყოს. მარა აქ მე, მარტო არა ვარ. აქ ვალდებულებებია, ამ ვალდებულებებს მე ვეღარ გავექცევი.

 

 

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - რა ვალდელბულებებია?

 

 

ყიფიანი: - ფინანსური ვალდებულებები.

 

 

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეგ, რას ნიშნავს?

 

 

ყიფიანი: - რომ უნდა გავცე ეს ვალდებულებები.

 

 

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეს ბიუჯეტში, თუ?

 

 

ყიფიანი: - არა.

 

 

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - აა, ზოგადად?

 

 

ყიფიანი: - ჰო. ამ მანქანების გარდა.

 

 

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - აა, მანქანების გარდა კიდე? მე არ ვიცი.

 

 

ყიფიანი: - ჩემგან, ჩემგან, უნდა გაიცეს.

 

 

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ააა

 

 

ყიფიანი: - მე რასაც ავიღებ, კიდევ უნდა გავცე", ნათქვამია აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის.

 

 

„იბერიასა" და „ომეგა ჯგუფის" საქმეზე ეს უკვე მეოთხე აუდიოჩანაწერია, რომელიც „რუსთავი 2"-მა გაასაჯაროვა. სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით პირველი ვრცელი განცხადება ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა გააკეთა

 

 

ოქუაშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე ზეწოლა საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს და „ომეგა ჯგუფი“ ერთადერთი ბიზნესი არ არის, რომელიც სახელმწიფო რეკეტის მსხვერპლია. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი