ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური ეხმაურება „რუსთავი 2"-ის მიერ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ, „ომეგა ჯგუფის" მენეჯმენტის წარმომადგენლები და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ფიგურირებენ.
ჩანაწერიდან, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფისგან" ორი მინისტრისთვის, ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის მანქანებს ითხოვს.
ხადური ჩანაწერში საკუთარი გვარის გაჟღერებასთან დაკავშირებით აცხადებს:
„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ჩანაწერებში გაჟღერებული ინფორმაცია ჩემს შესახებ არის სრული სიცრუე. როგორც მინისტრად მუშაობის პერიოდში, ისე შემდეგაც არც ერთ ბიზნესსუბიექტთან არაფორმალური საუბრები არ მქონია და არავის არანაირი ვალდებულებები ჩემს მიმართ არ გასჩენია და ვერც გაუჩნდებოდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ყველაფერი დადგინდება".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.