მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არის დამძიმებული და ის იმდენად არის სახეზე შეშუპებული, რომ მისი ცნობა ძნელია. ინფორმაციას მერაბიშვილის ადვოკატზე, გიორგი ჩივიაშვილზე დაყრდნობით „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ადვოკატის განცხადებით, მერაბიშვილი უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში სასჯელაღსრულების ნომერ მე–9 დაწესებულებიდან კლინიკაში არაერთხელ გადაიყვანეს. 12 სექტემბერს ის „ნიუ ჰოსპიტალში“ ჰყავდათ გამოსაკვლევად გადაყვანილი, მაგრამ ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს და მკურნალობამაც შედეგი არ გამოიღო.
„რომ შეხედავ ამ ადამიანს [მერაბიშვილს], აბსოლუტურად სხვაგვარად გამოიყურება“, ამბობს ადვოკატი.
ექიმები არ გამორიცხავენ, რომ მერაბიშვილი შესაძლოა, მოწამლული იყოს.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 16 სექტემბერს რუსთავი 2“–ის გადაცემა „კვირის აქცენტებში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილს ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მას სპეციალურად ანადგურებენ.
„ვანო მერაბიშვილი, რომელიც იმყოფება საპატიმროში, მას რეალურად აქვს, მე არ მინდა, მძიმეა შეიძლება ამაზე ლაპარაკი, მშობლები ჰყავს ასაკოვანი, შეიძლება არც იციან, მაგრამ სერიოზული, ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მე არ მინდა ვთქვა, რომ კლავენ, მაგრამ ვშიშობ, რომ ასეა. სპეციალურად ვანოს ანადგურებენ და აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა. სირცხვილი..." თქვა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.