საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მას სპეციალურად ანადგურებენ.
სააკაშვილმა აღნიშნული განცხადება „რუსთავი 2“–ის გადაცემა „კვირის აქცენტებში“ პირდაპირი ჩართვისას გააკეთა.
„ვანო მერაბიშვილი, რომელიც იმყოფება საპატიმროში, მას რეალურად აქვს, მე არ მინდა, მძიმეა შეიძლება ამაზე ლაპარაკი, მშობლები ჰყავს ასაკოვანი, შეიძლება არც იციან, მაგრამ სერიოზული, ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მე არ მინდა ვთქვა, რომ კლავენ, მაგრამ ვშიშობ, რომ ასეა. სპეციალურად ვანოს ანადგურებენ და აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა. სირცხვილი...
„ვანო მერაბიშვილი, მიუხედავად მთელი თავისი შეცდომებისა, არის ძალიან დამსახურებული მოღვაწე ქართული სახელმწიფოსი და ერთადერთი, რის გამოც დღეს ის არის ციხეში, არის ის, რომ არ ჩაება ‘დაგმე მიშას’ კამპანიაში, რომლის ძირითადი ოპონენტები მღვდლები კი არ იყვნენ, ზოგიერთი ბნელი ძალები ეკლესიაში, რომლებიც დარბოდნენ და ამას ყვიროდნენ, მთავარი ამის გამტარებელი არიან ივანიშვილი, წულუკიანი, ზურაბიშვილი და ა.შ. და რუსეთი, რა თქმა უნდა, რუსეთი და ერთადერთი რის გამოც ვანო დღეს პრაქტიკულად თავს აკლავს, არის ის, რომ არ თქვა, მიშა იყო ასეთი და ისეთი, ჩემ ანგარიშებს რომ ვერ მისცემდა, გასაგებია, რაც არ იყო რას მისცემდა, ამისთვის გაიყვანეს ციხიდან“, განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაყოფის შემდეგ მასში „ყველაზე ჯანსაღი ძალა შენარჩუნდა“, ის ხალხი, „ვისთვისაც ფული არ არის მოტივაცია“, ხოლო „ვისაც აქვს ბევრი ფული, ის ივანიშვილის კანდიდატია“. სააკაშვილმა თქვა, რომ მისი მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.