ათი მილიონი ლარი წელიწადში „ქართული ოცნების“ შავი სალაროსთვის, „კურიერის“ ინფორმაციით, ამ თანხას მმართველი პარტია თამბაქოს ბიზნესით დაკავებული კომპანიებიდან უკვე ცნობილი სქემით იღებს.
წელს 6,5 მილიონი ლარი „ქართული ოცნების“ შავ სალაროში მხოლოდ თამბაქოს ბიზნესიდან შევიდა. „რუსთავი 2“-მა შემოსავლების სამსახურიდან გაარკვია, რომ 2018 წლის პირველი იანვრიდან 1 სექტემბრამდე 241 მილიონზე მეტი აქციზური მარკა გაიცა.
გავრცელებული ფარული ჩანაწერების მიხედვით, ერთი კოლოფი სიგარეტიდან მმართველი პარტიის სალაროში 2,5 თეთრი ირიცხება. გამოდის, მხოლოდ რვა თვეში „ოცნების“ შავი სალარო მხოლოდ სიგარეტის ბიზნესიდან 6 მილიონი ლარით შეივსო, წლის ბოლომდე კი ეს თანხა ათ მილონს მიაღწევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.