თამბაქოს ბიზნესიდან მოგების 50% „ქართულ ოცნებას“ უნდა მიეღო - „რუსთავი 2“  „ომეგა ჯგუფის“ ბიზნესის განაწილების სქემის ფოტომასალას და ახალ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს
17-09-2018, 23:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია „იბერიას“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „კურიერი“ კიდევ ერთ აუდიო ჩანაწერს და ფოტოს ასაჯაროებს. ამ ჩანაწერში საუბარი არა ტელეკომპანიაზე, არამედ თამბაქოს ბიზნესზეა, რომელსაც „ომეგა ჯგუფი“ აწარმოებს.

 

 

 

 

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერით ირკვევა, რომ თამბაქოს ეროვნული წარმოებიდან ნახევარი „ქართული ოცნებას“ უნდა მისცენ. პარტიას ჩანაწერში ფონდად მოიხსენიებენ. თამბაქოს ბაზრის წილებს ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ანაწილებს.

 

 

საქმეში ჩართულები არიან ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. ამ ჩანაწერით დგინდება, რომ ბიზნესს სწორედ ქუმსიშვილი უწესებდა კვოტებს, ვის რამდენი სიგარეტის გაყიდვა შეეძლო.

 

 

ჩანაწერიდან ასევე ირკვევა, რომ ოთარ ფარცხალაძეს და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობა დაძაბულია, რამაც არაფორმალური გარიგების ბოლომდე დასრულება გააჭიანურა.

 

 

ჩანაწერში დიმიტრი ქუმსიშვილს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოვებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი გამომძალველად მოიხსენიებს.

 

 

შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან დაახლოვებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესწრებიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი