ზაზა სარალიძე: იქნებ, ამოვიდეს საფლავზე [კობახიძე], ამოვთხაროთ ერთად და იქნებ, დარწმუნდეს, რომ მოკლულია ჩემი შვილი
29-09-2018, 15:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ შვილმოკლული მამების აქცია, „ნაციონალების“ აქციაა, უმდაბლესი ადამიანის განცხადებას უწოდებს.

 

 

სარალიძის თქმით, „შვილების მამა ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს".

 

 

„პირისპირ მოვიდეს, პირისპირ შემხვდეს თუ აქვს მაგის კაცობა, დავსხდეთ და ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე და მაშინ იქნებ მივახვედრო მართლა ეგ ნაძირალა, რომ არავითარი „ნაციონალები", არავითარი „ოცნება", არავითარი „ლეიბორისტები" და არავინ არ მაინტერესებს ჩემი შვილის მკვლელებისა და ხელის დამფარებლების მეტი. მაგრამ, ამ ნაძირლებს ამას, ალბათ, ვერ შევასმენ. მე ასე ვფიქრობ, რომ კობახიძეს, ალბათ, იმაშიც ეპარება ეჭვი, რომ ჩემი შვილი საფლავში წევს. იქნებ, ამოვიდეს საფლავზე და ამოვთხაროთ ერთად და ვანახებ და იქნებ, დარწმუნდეს, რომ მოკლულია ჩემი შვილი. ალბათ, ამაშიც ეჭვი ეპარება, თორე შვილების მამა ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. ან, ან ძალიან მოქცეულია ბატონი სუბელიანისა და მისი ოჯახის წევრების გავლენის ქვეშ, ან ძალიან დიდი ფული აქვს აღებული და უნდა თქვას ეს ასე. ყოველ შემთხვევაში, ეს იყო ყველაზე უმდაბლესი ადამიანის განაცხადი", აღნიშნა ზაზა სარალიძემ „რეაქციაში" სატელეფონო ჩართვისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი