„რეალურად რა მოხდა ხორავას ქუჩაზე ეს არის 90%-იანი სიზუსტით ცნობილი“ - ირაკლი კობახიძე შვილმოკლული მამების აქციას, „ნაციონალების“ აქციას უწოდებს
25-09-2018, 21:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV პირველის გადაცემაში „რეაქცია“ აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები 90%-ით არის ცნობილი, თუმცა სანამ 100%-ით არ დადასტურდება ამაზე ღიად საუბარი არ შეუძლია. კობახიძის თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შვილმოკლული მამების აქცია არის პოლიტიკურად მართული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.

 

 

„რეალურად რა მოხდა ხორავას ქუჩაზე ეს არის 90%-იანი სიზუსტით ცნობილი, მეც ვერ ვსაუბრობ ამ თემაზე ღიად გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება უდანაშულობის პრეზუმციას და მით უმეტეს საქმე ეხება ბავშვებს, არასრულწლოვნებს მაგრამ კომისიამ რატომ ვერ დაადგინა ეს?, სერგი კაპანაძემ რატომ ვერ დაადგინა?, რუსთაველზე დღეს „ნაციონალების“ აქციაა. ყველამ კარგად იცის ყველაფერი, ზაზა  სარალიძე იმ აქციაზე არ უნდა იდგეს, ყველამ იცის ყველაფერი ეს არის „ნაციონალების“ აქცია, რომლებმაც ასევე კარგად იციან ყველაფერი ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქცია, რომელიც რუსთაველზე იმართება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი