ბიძინა ივანიშვილმა ზაზა ოქუაშვილის ბრალდებას უპასუხა: ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი, ყველას და ყველაფერს იწერდა, რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს... სადაა ჩანაწერები? გამოიტანოს ეს ჩანაწერები და გვაჩვენოს
01-10-2018, 18:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავთან დაკავშირებით, პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლთან ზაზა ოქუაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ოქუაშვილს მართლაც შეხვდა ერთხელ და დაეხმარა კიდეც, ხოლო ის, რაზეც ინტერვიუში ოქუაშვილი მის შესახებ საუბრობს, ღიმილისმომგვრელია.

 


„მედიაზე და ბიზნესზე ზეწოლა ღიმილს იწვევს. ალბათ, წუხანდელი გადაცემაც ნახეთ. რას ცდილობდა და სად წავიდა ეს კაცი. მე მართლაც შევხვდი ერთჯერ და მართლაც დავეხმარეთ, ისევე როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს და მე ეს ვალდებულება დღესაც გამაჩნია. ნებისმიერი ბიზნესმენი, ვინც მოდის ჩემამდე ან მიდის პრემიერამდე ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს და ხელი შევუწყოთ. მაგრამ სხვა დანარჩენი გასაგებია, რომ ღიმილისმომგვრელია მხოლოდ. ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი, ყველას და ყველაფერს იწერდა, რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს და თუ ვინმეს შეგეკითხებიან თქვენ და გკითხავენ წუხანდელ გადაცემაზე, პირველი რაც უნდა უპასუხოთ: სადაა ჩანაწერები? ყველას იწერდენენ და გამოიტანოს ეს ჩანაწერები და გვაჩვენოს, ამ საუბრის და შეხვედრის შესახებ“, განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისგან 4 მილიონს პირადად ითხოვდა იმის სანაცვლოდ, რომ მის ბიზნესს ნორმალური ფუნქციონერების საშუალება ჰქონოდა.

 


ოქუაშვილმა ლონდონიდან „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ჩართვისას თქვა, რომ ივანიშვილი კერძო სივრცეში საუბროს ტელევიზიისგან საკმაოდ განსხვავებული ლექსიკით. მასთან ერთ-ერთი შეხვედრისას, როცა ივანიშვილმა პირადად მოითხოვა მისგან 4 მილიონი, „გახარიას უყვიროდა და საკმაოდ აგრესიას ავლენდა. პირველ შეხვედრაზე ცდილობდა თავშეკავებული ყოფილიყო, მეორე შეხვედრისას კი იგი უყვიროდა გახარიას და გახარია იყო აბსოლუტურად წითელი“.

 

 

ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილი და მისი ჯგუფი სწავლობენ საიდან მიუდგნენ ამა თუ იმ ბიზნესმენებს, თითქოს დახმარების მიზნით, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ მოქმედებას იწყებენ. მისი თქმით, ისინი ცდილობდნენ დაეზარალებინათ ფირმა, მოექციათ ის ფინანსური ვალდებულებების ქვეშ და შემდეგ ზეწოლა მოეხდინათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი