ზაზა ოქუაშვილი ყვება, როგორ ითხოვდა პირადად ივანიშვილი მისგან 4 თითის ჩვენებით 4 მილიონს, როგორ უყვიროდა ივანიშვილი გიორგი გახარიას, და როგორი სქემებით ხდება ბიზნესებზე ზეწოლა ივანიშვილის ხელმძღვანელობით
30-09-2018, 23:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისგან 4 მილიონს პირადად ითხოვდა იმის სანაცვლოდ, რომ მის ბიზნესს ნორმალური ფუნქციონერების საშუალება ჰქონოდა.

 


ოქუაშვილმა ლონდონიდან „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ჩართვისას თქვა, რომ ივანიშვილი კერძო სივრცეში საუბროს ტელევიზიისგან საკმაოდ განსხვავებული ლექსიკით. მასთან ერთ-ერთი შეხვედრისას, როცა ივანიშვილმა პირადად მოითხოვა მისგან 4 მილიონი, „გახარიას უყვიროდა და საკმაოდ აგრესიას ავლენდა. პირველ შეხვედრაზე ცდილობდა თავშეკავებული ყოფილიყო, მეორე შეხვედრისას კი იგი უყვიროდა გახარიას და გახარია იყო აბსოლუტურად წითელი“.

 

 

ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილი და მისი ჯგუფი სწავლობენ საიდან მიუდგნენ ამა თუ იმ ბიზნესმენებს, თითქოს დახმარების მიზნით, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ მოქმედებას იწყებენ. მისი თქმით, ისინი ცდილობდნენ დაეზარალებინათ ფირმა, მოექციათ ის ფინანსური ვალდებულებების ქვეშ და შემდეგ ზეწოლა მოეხდინათ.

 

 

„ამბავი და ისტორია იწყება ყიფიანის ჩემთან მოსვლით, რომ დახმარებოდა ფირმას. ის ცდილობდა მოეხდინა კონსულტაცია ტელევიზიის მიზნით, ამიტომ იყო ის მოსული, როგორც შემდგომ მივხვდი მოგზავნილი. შემდეგ ის გადავწიეთ ტელევიზიიდან ბიზნესზე. ჩვენ ის დავიქირავეთ და ვუხდით ფულს. ეს 2015 წელს ხდება. მახსოვს, როცა მან მთხოვა ბიძინასთან შეხვედრა.

 


„პირველად იყო შეხვედრა საკმაოდ პატივისცემით, იყო შექება. მე მას ყიფიანის შუამავლობით შევხვდი. ამ შეხვედრას ესწრებოდა გიორგი გახარია, მაშინ ის ბიზნესომბუდსმენი იყო. მათ აინტერსებდათ რა გაჭირვება ჰქონდა ბიზნესს. პირველი შეხვედრის შემდეგ ის არის მობილიზებული, რომ კონტროლი აიღოს ბიზნესზე. მან ნახა სუსტი წერტილები ფირმისა, სუსტი წერტილი დამპინგში იყო და ეს აკონტროლა. ივანიშვილი ქურდობის, ყაჩაღობის დარგში ნიჭიერია და უცებ აუღო ალღო დამპინგს. გამოხატა მხარში დადგომა, სამართლიანობის აღდგენა , თავისუფალი სიტყვის დაცვა... ახლა კი ვხედავთ რაც ხდება. იყო თავისუფალი საუბარი. გვანახა შეხვედრების დროს, როგორი გავლენა აქვს. აღნიშნა, რომ კეზერაშვილი ჰყავს გამოჭერილი და თქვა, რომ მას რასაც უნდა იმას გააკეთებინებდა... მან დაასახელა კეზერაშვილი, საქართველოს ბანკი... ის გულუხვად აძლევდა დავალებას გვერდზე მჯდომ გახარიას...

 


ამის შემდეგ მხვდება ფარცხალაძე, მხვდება საკუთარ სახლში საბურთალოს ბაზართან. მთხოვა შეხვედრა ჩხარტიშვილმა, ინგლისში, რომ მას შევხვედროდი. კბილებამდე შეირაღებული ხალხი იყო იქ, რომლებიც ტოვებდნენ შთაბეჭდილებას, რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყვნენ. კარგ ხასიათზე, პატივისცემით შემხვდა ფარცხალაძე. შეხვედრაზე ყიფიანიც იყო. ფარცხალაძემ მითხრა, რომ ჩემთვის ოცნების ცისარტყელა იხსნებოდა, და ამისთვის კიდევ 4 მილიონი იყო საჭირო. 4 მილიონს წინასწარ მთხოვდნენ, 25 მილიონი ზარალის სანაცვლოდ. მე ვუთხარი, ბიძინას ვესაუბრე, მან მითხრა, აბა მე ვისგან მოვდივარო, მე მისგან ვარო, ბიძინას და უჩას გარეშე მოვიდოდიო? მე არ დავპირებულვარ. დავშორდი. ამის შემდეგ ლევან ყიფიანმა დაიწყო ჩემი დირექტორების დაშინება, ტელევიზიის. ამ დაშინების მიზანი იყო, რომ მე 4 მილიონი სასწრაფოდ მიმეტანა. მე ვუთხარი, რომ მოეწისრეგინება ეს სისულელე. ყიფიანი წავიდა კვირიკაშვილთან, მე ვუთხარი წასულიყო ივანიშვილთან, შემდეგ დაბრუნდა ოთართან და მერე... გაარჩიეს კვირიკაშვილთან. კვირიკაშვილი ძალიან პატარა კაცი აღმოჩნდაო. კვირიკაშვილი მოვიდა ჩემთან და ტიროდაო... იმ შემთხვევაში ივანიშვილი იყო უკმაყოფილო. ფარცხალაძემ დასაჯა ყიფიანი. ჩააგდეს სარდაფში და მიაყენეს შეურაცხყოფა და კაცი თავის მოკვლას აპირებდა. იმავე სარდაფში.. ჩემი ხალხი თვალყურს ადევნებდა. იმ ღამეს დაიკარგა ლევანი, ჩვენ ყველანი თვალყურს ვადევნებდით. ამის მერე იყო ჩვენი დაშინება. ემუქრებოდნენ ყველას... პირველი ხაზი ივანიშვილთან არის უჩა, გახარია, ჩხარტიშვილი. ლევანი მეორე ხაზზეა, კვირიკაშვილი ალბათ მესამეზე იყო.

 


ივანიშვილს კვლავ შევხვდი. იგი გვაჩვენებდა 4 თითს, ითხოვდა 4 მილიონს. ამბობდა, რომ ეს ბიჭებისთვის იყო საჭირო. მე 4 მილიონი არ მიმიტანია არსად. ეს იყო სათაგური. ამ დროს შეხვედრას იავანიშვილთან გახარია და ლევან ყიფიანი ესწრებოდა. ეს იყო 2016 წელი... ავიღე და 4 მილიონი გადავრიცხე ფირმის ანგარიშზე, რომელიც 1 დღის შექმნილი იყო. ფირმა გაიხსნა ოფშორით და დაისვა ანგარიშზე 4 მილიონი 24 საათში. ინიშნება დირექტორები და 24 საათში ფირმიდან გადის 4 მილიონი „ქეში“. დაირღვა ყველა პროცედურა... ძირითადი ზეწოლა იყო გახარიასა და ოთარ ფარცხალაძისგან... ეს სამწუხაროდ , „თიბისი ბანკში“ მოხდა. გახარიამ დაიბარა ბუცხრიკიძე და ხაზარაძე... „თიბისი ბანკს“ უნდა დაებლოკა, მაგრამ ვერ დაბლოკეს. 11-ზე მეტი პროცედურა დაირღვა. მივიდა ბუცხრიკიძე და მან უთხრა პირადად, თანავუგრძნობ... რადგან მასზე იყო ზეწოლა გახარიასგან, ფაქტიურად ივანიშვილისგან. ჩვენი გეგმა იყო. თანხა იდებოდა, ვერ გაიტანდნენ... ბუცხრიკიძე პირადად მიდის ოპერატორთან და 8 საათზე დაკეტილი ბანკიდან გამოაქვთ თანხა. ჩემი დანიშნული დირექტორები 6 საათამდე, სანამ ბანკი დაიკეტებოდა, იყვნენ ბედნიერები, რადგან თანხა ვერ გამოჰქონდათ, მაგრამ შემდეგ... დაკეტილი ბანკი რომ გააღეს, მთელი ბანკის ტერიტორია შეიარაღებული ხალხით იყო სავსე. ფული წაართვეს, დააყაჩაღეს. 4 მილიონი წაართვეს ბანკს... და არა ჩვენ. ეს არის ფულის გატაცება, დაყაჩაღება... ამის შემდეგ ფარცხალაძე ამბობს, რომ მას ამ თანხიდანა არაფერი ერგო და კვლავ ითხოვდა ფულს... მას ლევან ყიფიანთან ჰქონდა კონტაქტი. გახარიამ დიდი როლი შეასრულა ბანკზე ზეწოლაში. ივანიშვილის მეორე ხელი იყო უჩა და ჩხარტიშვილი. ჩხარტიშვილმა შემახვედრა ივანიშვილს, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა ჩემზე. ჩხარტიშვილმა გამოიჩინა ნიჭი, ჯერ კიდევ ძალიან ადრე, როდესაც პენსიონერები დააყაჩაღა.

 


მაგათ უნდოდა, რომ სიგარეტის ბიზნესი 50 პროცენტი პარტიაში წაეღოთ. 25-25 პროცენტი გაეყოთ. ეს ბიზნესი უნდა ყოფილიყო აბოლუტურად იმ პატენტზე, რომელიც „ომეგას“ იყო... ივანიშვილი საუბროს ტელევიზიისგან საკმაოდ განსხვავებული ლექსიკით. იგი გახარიას უყვიროდა გახარიას და საკმაოდ აგრესიას ავლენდა. პირველ შეხვედრაზე ცდილობდა თავშეკავებული ყოფილიყო, მეორე შეხვედრისას კი იგი უყვიროდა გახარიას და გახარია იყო აბსოლუტურად წითელი“, თქვა ოქუაშვილმა და დასძინა, რომ ამგვარი მეთოდებით ბიზნესების დაყაჩაღებიდან მიღებული მილიონები პირადად ივანიშვილთან მიდის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი