თაკო ჩარკვიანი: სახელმწიფო ინსტიტუციების შენება იყო ყოფილი ხელისუფლების დროს, მაგრამ გუშინ ჩვენ რაც ეკრანზე ვნახეთ, ეს არის სწორედ ამ ინსტიტუტების ნგრევა
01-10-2018, 20:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს, ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართული სახელმწიფო ჩამოიშალა, გუშინ რაც ჩვენ ეკრანზე ვნახეთ, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევაა დაწყებული.

 

 

ჩარკვიანი ასევე ამბობს, რომ არაფერ შუაშია ეკა ბესელიას და კახი კალაძის პასუხები, ისინი არიან რიგითნი, ისინი ქართველმა ხალხმა აირჩია 2012 წელს იმისთვის, რომ უკეთესი გამხდარიყო რაღაც, ხოლო ზაზა ოქუაშვილის განცხადებები არის სახელმწიფო ბრალდება და ამისთვის არსებობს პროკურატურა.

 

 

„ახლა „ტენისის თამაშის“ დრო არ არის. ეს არის სახელმწიფო ბრალდება, რას ნიშნავს ეს, ამისთვის ნორმალურ ქვეყანაში არსებობს პროკურატურა, უბრალოდ პროკურატურა არ არის. პროკურატურაც ჯიბის არის, ყველაფერი ჯიბის არის დღეს. არ არსებობს არაფერი, ჩამოიშალა ქართული სახელმწიფო. გუშინ ჩვენ რაც ეკრანზე ვნახეთ, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევაა დაწყებული. ვფქრობ, ახლა ხალხმა უნდა გასცეს პასუხი და ეს კორუფცია სასწრაფოდ უნდა აღიგავოს მიწისაგან პირისა. რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ მე შოკში ვარ, მთელი ჩემ სამეგობრო შოკშია, გვიანობამდე არავის ეძინა, წარმოუდგენელი რაღაც მოვისმინეთ, ეს არის სახელმწიფო ბრალდება.

 

 

სახელმწიფო ინსტიტუციების შენება იყო ყოფილი ხელისუფლების დროს, მაგრამ ჩვენ პრეტენზია გვქონდა, რომ ისინი იყვენ უფლების დარღვევით სასტიკები. ახლა ჩვენ გვინდა, მივიღოთ ასეთი რამ, დავტოვოთ სახელმწიფო ინსტიტუციების შენება და შევთავაზოთ საზოგადოებას უფრო რბილი, ლმობიერი მართვა ქვეყნისა, მაგრამ კანონიკური სახელმწიფო ინსტიტუციების პატივისცემით და არა კორუფციით. აი, ეს არის ახალი საქართველოს შენების საწყისი. როგორც ბატონმა ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, კიდევ არსებობს ჩანაწერები და კიდევ თუ ეს ჩანაწერები დასტურად გამოჩნდა, საქართველოს ხელისუფლება უნდა გამოიცვალოს“, განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი