დარწმუნებული ვარ, ქართული ჯარი პუტინის მსახურს, პუტინის გამხმოვანებელს, საქართველოს მოღალატეს არ აირჩევს პრეზიდენტად, აღნიშნულ განცხადებას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე აკეთებს.
ბარამიძემ, თავდაცვის ასევე ყოფილ მინისტრთან, დიმიტრი შაშკინთან ერთად, ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, გენერალურ შტაბში გუშინ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა და იმ სქემაზე ისაუბრა, რომლითაც მისივე თქმით, ხელისუფლება შეიარაღებულ ძალებს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობას უზღუდავს.
„ამ ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ქართული ჯარი თავის უმაღლეს მთავარსარდლად არ აირჩევს მოღალატეს. ეს არის აბსოლუტურად ნათელი და აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ უკვე ინსტიტუციურად შექმნა პირობები იმისთვის, რომ ჯარის უდიდესი ნაწილი პრაქტიკულად ვეერ მიიღებს მონაწილეობას საარჩევნო პროცესში. ნათელია, რომ მთელი ჯარის სახლში გაშვება ნიშნავს, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების უხეშ შელახვას, ეს წარმოუდგენელია და ასევე, არავინ არ გააკეთებს იმას, რომ ჯარისკაცებს გამოუწერონ სამივლინებო, რომ ორი დღის განმავლობაში წავიდნენ და წამოვიდნენ თავიანთ სახლებში სადაც არიან რეგისტრირებულები და შეძლონ, თავიანთი კონსტიტუციური უფლება გამოიყენონ, აირჩიონ ქვეყნის პრეზიდენტი და რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის მთავარსარდალი.... დარწმუნებული ვარ, ქართული ჯარი პუტინის მსახურს, პუტინის გამხმოვანებელს, საქართველოს მოღალატეს არ აირჩევს პრეზიდენტად", განაცხადა ბარამიძემ.
საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთა დიმიტრი შაშკინმაც. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში შეიარაღებული ძალების მონაწილეობის შეფერხებაა ის, რომ სამხედრო ნაწილებში საარჩევნო უბნების გაუქმების შემდეგ, გაირკვა - ჯარისკაცებს ხმის მიცემა უწევთ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ისინი არიან რეგისტრირებული - „მთელ ჯარს კი, სახლში არავინ გაუშვებს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.