გენერალური შტაბი დიმიტრი შაშკინის ბრალდებებს პასუხობს: ჯარი არის ნეიტრალური ინსტიტუტი და პოლიტიკურ სპეკულაციებში მისი ჩათრევის მცდელობა მიუღებელია
12-10-2018, 16:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ბრალდებებს უპასუხა.

 

 

„ჩვენი შეხვედრის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება ცილისწამებაზე, რომელსაც ავრცელებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი. კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით ბატონი შაშკინი ავრცელებს წინასწარ შეცნობით ყალბ ინფორმაციას. რომ თითქოს სამხედრო პირებს არ ექნებათ არჩევანის უფლება 28 ოქტომბერს ან მათი უფლებები შეიზღუდება. და ცდილობს ეს ცრუ ბრალდება დაასაბუთოს სპეცუბნების გაუქმებით. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სპეცუბნები დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა - 2016 წლამდე. მაგრამ ამასთანავე თითქმის ყველა პარტია, ადგილობრივი და საერთაშორისო კვალიფიციური სადამკვირვებლო ორგანიზაცია აღნიშნული ტიპის უბნებს არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტად, ინსტრუმენტად თვლიდა. სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და სპეციალური უბნები გაუქმდა მთელს შეიარაღებულ ძალებში გარდა ავღანეთისა. მოგეხსენებათ იქ ჩვენი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია მიმდინარეობს. მათ გაუქმებას არანაირი უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია სამხედრო მოსამსახურეებზე, საარჩევნო უფლების გამოხატულების კუთხით. რადგან ცვლილებების შედეგად სამხედრო მოსამსახურეები ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ხოლო ის მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილიდან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება, ხმას აძლევენ დისლოკაციის ადგილთან ახლოს მდებარე საარჩევნო უბანზე ხოლო ნაწილი - გადასატანი ყუთის მეშვეობით.

 

 

გვსურს ასევე მოგაწოდოთ სწორი ინფორმაცია ავღანეთის როტაციის ვადებთან დაკავშირებით. მის (დიმიტრი შაშკინის) განცხადებაში აღნიშნულია, რომ როტაცია დამთხვეულია ისეთ თარიღებს, რომ შეიზღუდოს კონტინგენტში მყოფი პირადი შემადგენლობის საარჩევნო უფლება. ესეც რათქმაუნდა არის სრული სიცრუე, ვინაიდან გადასროლის წინა მომდაზება დასრულებულია და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ხმის მიცემის უზრუნველყოფა განხორციელდება ორ ლოკაციაზე, ბაგრამის საავიაციო ბაზასა და ბაზა „მარმალზე“, ხოლო კონტიგენტი, რომელმაც შეასრულა მისია და დაბრუნდება საქართველოში არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე, ამ პერიოდისათვის იქნებიან შვებულებაში და განახორციელებენ თავიანთ უფლებას საცხოვრებელი მისამართების მიხედვით. დიმიტრი შაშკინი ასევე ავრცელებს უაღრესად მავნებლურ ინფორმაციას, თითქოს თავდაცვის სამინისტრო ყიდულობს არასაჭირო იარაღს. შეგახსენებთ, რომ ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენას სამხედროები მრავალი წლის განმავლობაში ვითხოვდით ყველა ხელისუფლების პირობებში და მათი საჭიროება 2008 წლის მოვლენებმაც გამოაჩინა, შესაბამისად შეიარაღების შეძენის ყველა შემთხვევა შეესაბამება ჩვენს საბრძოლო საჭიროებებს და შესყიდვების გრძელვადიან სტრატეგიას ექვემდებარება. რომელიც ასევე თავსებადია ნატოს სტანდარტებთან.

 

 

ბატონი შაშკინი ასევე ავრცელებს ქართველი ოფიცრისთვის შეურაცხმყოფელ მორიგ ბრალდებას, რომელიც სამხედრო ფორმის ტარებას შეეხება. ის საზოგადობას ატყუებს რომ არასამუშაო საათებში სამხედრო ფორმის ტარების წესს ცვლილების მიზანი მოსახლეობაში ქართული ჯარის სიყვარულისა და სიამაყის შელახვაა. სინამდვილეში ეს ცვლილება ჯერ კიდევ 2010 წელს იქნა მიღებული გარკვეული მოსაზრებებით, ხოლო ქართული ჯარის სიყვარულის მიზანმიმართული დეგრადირება და ოფიცერთა კორპუსის როგორც მორალური ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა სწორედ რომ მისი მინისტრობის დროს 2012 წლის არჩევნების პერიოდში როდესაც მთელი შეიარაღებული ძალები 18 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით იმყოფებოდა ყაზარმულ მდგომარეობაზე და აქტიურად მიმდინარეობდა ტვინის გამორეცხვა თუ ვისზე უნდა გაეკეთებინათ არჩევანი სამხედროებს. არასოდეს საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ყოფილა ასეთი დეპოლიტიზებული როგორც ახლა.

 

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეს შავი ფურცლები სამუდამოდ დახურულია. დღეს ჯარი წარმოადგენს დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედს. ჯარი არის ნეიტრალური ინსტიტუტი და პოლიტიკურ სპეკულაციებში მისი ჩათრევის ნებისმიერი მცდელობა პრინციპულად მიუღებელი და განწირულია“, განაცხადა ომიაძემ, როგორც ამას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი