„თუ ასე უმტყუვნათ ნერვებმა, არის მარტივი გამოსავალი - ქალბატონმა ზურაბიშვილმა მოხსნას კანდიდატურა“, ასე ეხმაურება ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.
მისი თქმით, ცრუ პროპაგანდა სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩატარებულ ევროპულ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით, „ხელკეტებით დასრულდა".
გიგა ბოკერია ინციდენტში მონაწილე პირების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.
„მაშინ, როდესაც გაირკვა, რომ ქართველი ხალხის ნება არის ივანიშვილის წინააღმდეგ, მის მიერ შემოთავაზებული კანდიდატის წინააღმდეგ, როდესაც გაირკვა რომ კონკურენტუნარიანია არჩევნები, ამ ვითარებაში მთელი ეს ცრუ პროპაგანდა ევროპულ კამპანიაზე, დასრულდა ხელკეტებით, ოპოზიცურ პარტიაში შევარდნით და ძალადობით ასლან აბაშიძის სტილში. ეს მეთოდები უქმნის სერიოზულ ხიფათს ჩვენს ქვეყანას მაგრამ ვერ გადაარჩენს ვერც ივანიშვილს, ვერც მის გუნდს ვერც სალომე ზურაბიშვილს", განაცხადა გიგა ბოკერიამ საგანგებო ბრიფინგზე.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელსა და წევრებს „ქართული ოცნების" შტაბის წევრები თავს დაესხნენ.
ვაშაძის თქმითვე, თავდასხმას ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა ხელმძღვანელობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.