გიორგი ვაშაძე: ახალქალაქში ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები საოლქო კომისიაში სასტიკად ნაცემები არიან
30-10-2018, 15:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელსა და წევრებს „ქართული ოცნების" შტაბის წევრები თავს დაესხნენ.

 

 

ვაშაძის თქმითვე, თავდასხმას ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა ხელმძღვანელობდა.

 

 

„ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი, წარმომადგენლები საოლქო კომისიაში - აბრაამ აბრაჰამიანი, ტიგრან აბრაჰამიანი და მიშა ამბალიანი არიან სასტიკად ნაცემები.

 

 

ხელკეტებით დაესხნენ დღეს „ქართული ოცნების" შტაბის წევრები ჩვენს შტაბთან. ამ თავდასხმას ხელმძღვანელობდა ენზელ მკოიანის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, ძმა არტურ მკოიანი. ეს პიროვნება იდენტიფიცირებულია და ასევე მიმდინარეობს ჩვენ მხრიდან სხვა თავდამსხმელების იდენტიფიცირება. ჩვენი ინფორმაციით, 20-მდე ადამიანი დაესხა ჩვენს შტაბს. ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები და სასტიკად არიან ნაცემები. ასევე, ჩვენი ინფორმაციით აბრაჰამ აბრაამიანი შეიძლება გადმოიყვანონ თბილისში იმდენად მძიმე ტრავმები აქვს", განაცხადა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი