საქართველოს საგარეო უწყების პირველი პირი ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სპეციალურ გაცხადებას ავრცელებს.
დავით ზალკალიანი საერთაშორისო საზოგადოებას ვითარების დეესკალაციისთვის დაუყოვნებლივი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
„საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ვითარების დეესკალაციისთვის", წერია დავით ზალკალიანის განცხადებაში.
BBC-ის ცნობით, რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და შეიპყრეს უკრაინული საზღვაო სატრანსპორტო საშუალებები ყირიმის ნახევარკუნძულთან, რა დროსაც დაზიანებები მიიღო უკრაინული ეკიპაჟის რამდენიმე წევრმა. ინციდენტის ამგვარ განვითარებაში კი ორივე ქვეყანა ბრალდებებს ერთმანეთს უყენებს.

როგორც BBC იუწყება, კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა რუსეთმა ბრალი დასდო უკრაინულ გემებს მის ტერიტორიულ წყლებში არაკანონიერად შესვლაში.
რუსებმა ტანკერი ქერჩის სრუტეში ხიდის ქვეშ განათავსეს. აზოვის ზღვაში შესვლა კი, რომელიც საზიაროა ორივე ქვეყნისთვის, მხოლოდ აღნიშნული მარშრუტით არის შესაძლებელი.
პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.